x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი
image

მანუჩარ მაჩაიძე- ქართველი ფეხბურთელი.

თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სპორტსმენად.

მათივე შეფასებით — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაპიტნად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. გულშემატკივრებმა მას მოფერებით „მანო“ შეარქვეს, რომელთათვის იგი გამორჩეული იყო მინდორზეც და მინდორს მიღმაც. 2013 წლის 26 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ღირსების ორდენის კავალერი.


საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1962 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრასთან. 1967 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა გუნდის დუბლშემადგენლობაში აიყვანა.


სანაკრებო კარიერა
1971–1975 წლებში იყო სსრ კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში ოთხი მატჩი ითამაშა - ავსტრიის, საფრანგეთის, იუგოსლავიის და ისლანდიის ოლიმპიური ნაკრებების წინააღმდეგ.

ასევე, ოთხი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც. იუგოსლავიის, არგენტინის, ბრაზილიის და უნგრეთის წინააღმდეგ.

მათგან პირველ, იუგოსლავია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა ქალაქმა ზენიცამ, იგი, 1974 წლის 17 აპრილს გაიმართა ბილინო პოლეზე.[114]მაჩაიძემ შეხვედრის 68-ე წუთზე დავით ყიფიანი შეცვალა. შეხვედრა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ბურთი დავით ყიფიანმა შეაგდო. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისის „დინამოელთაგან“ — მაჩაიძისა და ყიფიანის გარდა, მონაწილეობას იღებდა რევაზ ძოძუაშვილიც.[115]

მეორე, არგენტინა – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის მასპინძელი იყო ქალაქი ბუენოს-აირესი და 1976 წლის 28 ნოემბერს ესტადიო მონუმენტალზე გაიმართა. თამაში უგოლო ფრით — 0–0 დასრულდა. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში თბილისის „დინამოელთაგან“ — მაჩაიძის გარდა, შოთა ხინჩაგაშვილიცმონაწილეობდა. არგენტინელთა რიგებში კი მომავალი 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონები — ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, დანიელ კილერი, ამერიკო გალიეგო, რენე ორლანდო ჰაუსმანი, ოსვალდო არდილესი, ხოსე დანიელ ვალენსია და რიკარდო დანიელ ბერტონი იყვნენ მინდორზე.[116]

მესამე, ბრაზილია – საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში, 1976 წლის პირველ დეკემბერს სახელგანთქმულ მარაკანაზე შედგა და ბრაზილიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამ მატჩშიც საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში თბილისის „დინამოელთაგან“ — მაჩაიძის გარდა მონაწილეობდა შოთა ხინჩაგაშვილი. ბრაზილიელთა ნაკრებში სხვა მოთამაშეებთან ერთად მოედანზე იყვნენ ლეგენდარული ფეხბურთელები — პაულო რობერტო ფალკაო, რობერტო დინამიტი, ზიკო და მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები — რობერტო რიველინო და გუნდის მაშინდელი კაპიტანი და ტურნირის დამაგვირგვინებელი, უკანასკნელი გოლის ავტორი კარლოს ალბერტო.[117]

მეოთხე, საბჭოთა კავშირი – უნგრეთისუეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1980 შესარჩევი ეტაპის შეხვედრას თბილისმა, 1979 წლის 19 მაისს უმასპინძლა დინამო არენაზე. თამაში ანგარიშით 2–2 დასრულდა. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისის „დინამოელთაგან“ — მაჩაიძის გარდა მატჩში მონაწილეობდნენ დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და ვახტანგ ქორიძე.


ეროვნული ჩემპიონატები საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

დინამო თბილისი

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი

დინამო თბილისი

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0