x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ მოქმედებენ ზოდიაქოს ნიშნები რთულ სიტუაციაში?
image


ვერძი - მისთვის დაბრკოლება არ არსებობს, გადაჭრის ნებისმიერ პრობლემას. ყველაფერს გააკეთებს თავად, ამაყად და ჩუმად.



კურო - გადაწყვეტს პრობლემას და მერე ყველას მოუყვება. აბსოლუტურად ყველას, ლამის გაზეთში გამოაქვეყნებს, რომ ყველამ გაიგოს ამის შესახებ.



ტყუპები - გაუზიარებს სხვებს თავის პრობლემებს... შეეცდება ვერძს "გადაუფორმოს" ეს პრობლემები, მაგრამ თუ ვერძი წინააღმდეგი იქნება, მაშინ მიადგება მშვილდოსანს.




კირჩხიბი - დაიწყებს ტირილს და აწუხებს ყველას, ამიტომ შეწუხებული ზოდიაქოს ნიშნებიდან რომელიმე საკუთარ თავზე აიღებს პრობლემას, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მაშინ კირჩხიბი თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს ყველაფერს.



ლომი - შეკრებს ყველას, შემდეგ თვითონ გაუმკლავდება პრობლემას, თავს დაუკრავს "მაყურებელს", მიიღებს ყვავილებს, გასცემს ავტოგრაფებს და გრაციოზულად წავა.



ქალწული - განაწყენდება, მით უმეტეს მაშინ, თუ ის ამ პრობლემას არ ელოდა. იფიქრებს, იპოვის გადაწყვეტილებას, გადაწყვეტს და გამოიტანს დასკვნებს.



სასწორი- აწონის პრობლემას. კიდევ ერთხელ ... მივა დასკვნამდე, რომ მისთვის ძალიან ბევრია, ამიტომ უწილადებენ ვინმე ისეთს, როგორიცაა ლომი ან ვერძი. იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებიან პრობლემა ქალწულებს გადაუნაწილონ, მტკიცე უარს მიიღებენ, მათ ხომ ყველაფერი განრიგის მიხედვით აქვთ?!




მორიელი - დაფიქრდება პრობლემის სიღრმეზე, გაეცინება და უცებ გადაწყვეტს.



მშვილდოსანი - მოიწყენს, შემდეგ გამხიარულდება, მერე დიდხანს იცინებს საკუთარ თავზე, ამ პრობლემაზე და გაიხსენებს, რომ უფრო სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა. მერე მოუყვება ყველას და დაივიწყებს. თუ პრობლემა თავისით არ მოგვარდება, მაშინ სხვას მოუწევს მისი მოგვარება, მაგალითად, მის გვერდით მყოფ ლომს.




თხის რქა - ესევე უარს იტყვის პრობლემაზე, განაცხადებს, რომ მას არ სჭირდება პრობლემები! ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს, მაგრამ თუ არ გაამართლა, მოუწევს პრობლემის თავიდან მოშორება, მაგრამ აუცილებლად სხვის ხარჯზე.



მერწყული - სიხარულით დაიწყებს პრობლემის არსის შესწავლას. შემდეგ დაწერს წიგნს. თუ ასეთი პრობლემა მას მანამდეც ჰქონდა, მოიწყენს და მოძებნის ტყუპებს. ამით პრობლემა არ გაქრება, მაგრამ სხვასთან ერთად პრობლემის გადაჭრა, უფრო სახალისოა.



თევზები - კირჩხიბებისგან განსხვავებით ჩუმად ტირიან, ამიტომ მათ მუდმივი პრობლემები აქვთ, რომელსაც თავადვე წყვეტენ. მას არავინ ეხმარება, თუმცა არც არავისგან ელის დახმარებას.



0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0