x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არა ხალხის საკეთილდღეოდ ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტის შვილიც ისე ცხოვრობს, როგორც წინა პრეზიდენტის შვილი ცხოვრობდა

image ახლახანს მსოფლიოში, ერთერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში კერძოდ კი ზიმბაბვეში შეიცვალა ხელისუფლება. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელიც 37 წელი მართავდა ამ უღარიბეს ქვეყანას აიძულეს გამოეცხადებინა პოსტის დატოვების თაობაზე. აფრიკული ქვეყნის მოსახლეობა დიდი ოვაციებით და სიხარულით შეხვდა ამ ინფორმაციას, რადგან მათ ეგონათ, რომ მათვის საკეთილდღეოდაც გაკეთდებოდა რამე. სიხარული და ოცნება უკეთეს მომავალზე ოცნებადვე დარჩა, რადგან ახალმა პრეზიდენტმა გააგრძელა მართვის ის წესები, როგორითაც მართავდა ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი მუგაბე.
ხელისუფლება გადავიდა ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის ემერსონ მნანგაგვას ხელში, ახალ პრეზიდენტს ჰყავს შვილი–შონი. შონ მნანგაგვას აქვს საკუთარი გვერდი "ინსტაგრამში", სადაც აფრიკის ერთერთი უღარიბესი ქვეყნის–ზიმბაბვეს, ახალი პრეზიდენტის შვილი ატვირთულ სურათებში თავს იწონებს ფულით და ძვირადღირებული აქსესუარებით.
ფულის კუპიურები, სპორტული მანქანები და ფრენები პერსონალური თვითმფრინავით აი რით იწონებს ახალი პრეზიდენტის ვაჟი–შონ მნანგაგვა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე თავს.
როგორც ჩანს სიღატაკე მომავალ წლებში არ დატოვებს ზიმბაბვეს და ხალხის ოცნება გაუმჯობესებული ცხოვრების პირობებზე ოცნებადვე დარჩება.
imageimageimageimageimageimage





0
520
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0