x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81716
  • ვიდეო:333790
  • სურათი:438913
იცნობდეთ მტერს, ვიცე–პოლკოვნიკი, რუსეთის გმირი ვალერი ჩუხვანცევი

image ვერტმფრენების ესკადრილიის მეთაურის რანგში მონაწილეობდა "მი–8" და "მი–24" ვერტმფრენების შეტევაში კოდორის ხეობის მიმართულებით 2008 წელს. . 7 აგვისტოს სამაჩაბლოში სადაზვერვო ფრენისას ვერტმფრენი "მი–8", რომელსაც დაუზიანდა ჰიდროსისტემა, მოუწია იძულებითი დაჯდომა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტექნიკური ჯგუფით დროულად მიეშველა მაიორი ჩუხვანცევის ეკიპაჟი და დაზიანებული ვერტმფრები აღდგენილ იქნა აფრენისათვის. გარემონტებული ვერმტმფრენი, რომელსაც მაიორ ჩუხვანცევის ვერტმფრენი მიაცილებდა მშვიდობით ჩაფრინდა გუდაუთაში "ბომბორას" აეროდრომზე.
2008 წლის 10 აგვისტოს მაიორი ჩუხვანცევის ეკიპაჟმა გადმოსხა მედესანტეების დივერსიული ჯგუფი, ფოთის სიახლოვეს ვიცე–პოლკოვნიკ ანატოლი ლებედის მეთაურობით, ვერტმფრენის მიმართ ქართული მხარის მიერ იქნა გახსნილი ცეცხლი, თუმცა ჩუხვანცევის ვერტმფრენმა საპასუხო ცეცხლის გახსნით შესძლო ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები და მშვოდობით დაბრუნდა სოხუმის აეროპორტში (პირადად მსგავსი ისტორია რუსული ვერტმფრენისათვის ფოთის შემოგარენში ცეცხლის გახსნაზე არ მსმენია და რუსული "ლეგენდა" მგონია).
იმავე დღეს მაიორ ჩუხვანცევის ეკიპაჟმა მეორე სადესანტო დივერსიული ჯგუფი გადმოსხა სენაკის სამხედრო ბაზაზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. 12 აგვისტოს კოდორის ხეობის შტურმისას დაჭრილი მეომრები მაიორმა ჩუხანცევმა უდანაკარგოდ გადაიყვანა სოხუმის ჰოსპიტალში, შეასრულა რა 4 გაფრენა ხეობის მიმართულებით.
13 აგვისტოს რუს სამშვიდობოებსა და ქართველ მებრძოლებს შორის ზუგდიდში მომხდარი საბრძოლო შეტაკებისას, რუსეთის სამშვიდობო ძალების დაჭრილი მებრძოლები, ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მისი ვერტმფრენის ჩამოგდების რისკის მიუხედავად გაიყვანა შეტაკების ზონიდან და მშვიდობით ჩაიყვანა სოხუმის ჰოსპიტალში (არც 13 აგვისტოს, არც მანამდე და არც მერე ზუგდიდში რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო შეტაკება არ მომხდარა).
2008 წელს კოდორის ხეობაში და სამეგრელოს რეგიონში ასევე სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი მოქმედებისას მაიორმა ჩუხვანცევმა განახორციელა 25 გაფრენა, ორჯერ გადამოსხა დესანტი, გაიყვანა 50 დაჭრილი და საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანებული 2 ვერტმფრენი ვარგისად საფრენად შეარემონტა ჩუხვარცევის მეთაურობით "მი–8" ვერტმფრენით მისულმა ტექნიკურმა ჯგუფმა.
image

0
619
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0