x
გოგონა,რომელმაც "კოშმარები დაამარცხა"
image
პარასომნიები თავად ძილის პრობლემა კი არ არის, არამედ იმ პათოლოგიურ მოვლენებს გულისხმობს, რომლებიც ძილის დროს ან გამოღვიძების მომენტში იჩენენ თავს. პარასომნიასთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა არ ითვლება უჩვეულოდ, თუ ისინი ღვიძილის მდგომარეობაში ხდება (მაგალითად, სამზარეულოში გასვლა და მაცივარში შეხედვა), მაგრამ დისტრესის გამომწვევი შეიძლება იყოს, თუ ძილის მდგომარეობაში ვითარდება.

პარასომნიებში ერთიანდება -ღამის კოშმარების აშლილობა, რომელიც უკიდურესად შემაშინებელი და გრძელი სიზმრებისგან ხშირი გამოღვიძებით ხასიათდება, ისინი მნიშვნელოვან დისტრესს და ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.

განვიხილოთ დეიზის შეთხვევა:

დეიზის არ შეეძლო დაემალა საკუთარი დისტრესი თავის სოციალურ მუშაკთან, ანასთნ. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაემალა, ის ემოციები, რომლებსაც გამუდმებით განიცდიდა, ნერვული შეტევები, ცრემლები. ანამ მას აიძულა გაეგრძელებინა თხრობა და გაამხნევა.ორი დღით ადრე, ანასთნ ვიზიტმდე, დეიზის თავს გადახდა შემაძრწუნებელი და საშიში ისტორია:მან დილით ადრე გაიღვიძა იმ მძლავრი შეგრძნებით, რომ მას ემუქრებოდა ბოროტი ძალა, სული და მას უმოქმედოს ხდიდა.იგი ფაქტობრივად პარალიზებულ მდგომარეობაში იყო.მან იგრძნო მძიმე დაწოლა მკერდის არეში, თითქოს ეს ბოროტი სული მის ჩათრევას ცდილობდა.დემონური გამოსახულება, რომელიც მას ჩაეჭიდა, ემუქრებოდა. მან დეიზის თვალებში ჩახედა, როგორც ქალი აღწერს:“ცხადად ხელშესახები, გაუმჭვირვაე გამოსახულება“, დიდი პირი, თავი, თვალების გარეშე და წაგრძელებული სხეული. ის მიხვდა, რომ სუნთქვა არ შეეძლო, მხოლოდ უცნაური ხმაური ესმოდა. დეიზიმ სცადა ეყვირა და ფიგურა უკან დაეწია, თუმცა იგი სრულად დეზორიეტირებული იყო და მობილიზაცია არ შეეძლო, პანიკაში ჩავარდა. ამავდროულად, იგი ტკივილს განიცდიდა კისრს არეშ და ეგონა რომ უცხო ქმნილება მისი სხეულის შთნთქმას ცდილობდა მისი დახრჩობით. დეიზის ილოზურული წარმოდგენით, ეს ეპიზოდი ნახევარი საათი გაგარძელდა, თუმცა შემდეგ გააცნოებიერა, რომ ამან მხოლოდ რამდენიმე საშინელი წუთს გასტანა.


როგორც კი მოძრაობა დაიწყო, ჰალუცინაციები გაქრა, თუმცაღა კანკალი, ნერვიულობა და შიში დარჩა.

ეს იყო პირველი ამგვარი შემთხევა დეიზისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდმივდა ებრძოდა ქრონიკულ კოშმარებს წლების განმავლობაში.ანა დაუკავშირდა დეიზის ფსიქიატრს, რომელმაც გადაწყვიტა დეიზი ძილის სპეციალისტთან მიეყვანათ.თადათანობით დეიზის სიტუაციას მწვავდებოდა.ემი მიდელტონმა ძილის კლინიკაში, მოახდინა მისი შემთხვევის კატეგორიზება ძილის დარღვევებში.

სოციალური ფაქტები დეიზის შესახებ

დეიზი 28 წლის დოქტორანტია, იგი აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების სწავლობს.დეიზი ამ ფაკულტეტზე ჩაბარებამდე მხატვარი იყო, ეხლა კი მუდმივად განიცდიდა დანკლისს.დეიზი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა შეყვარებულთან ერთად.მათ დალიან უნდოდათ დაქორწინება, თუმცა ენდრიუს წარომავლობის გამო(იგი ჩინელი არ იყო), დეიზი ვერ ბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმა.დეიზი თავისი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებოდა ნორმალურად ფუქციონირებას, ეფექტურად სწავლას, ხარისხის დაცვაც შეყოვნდა და იგი შფოთვამ მოიცვა.იგი ძირითადად არავის უმხელდა საკუთარ სტრესს, რადგან არ უნდოდა ვინმესთვის ტვირთი ყოფილიყო.

დეიზის ოჯახს თუ გავითვალისწინებთ, მას საკმაოდ ტრავმატული გამოცდილება ჰქონდა. მამამისი მასზე და დედამისზე ძალდობდა ვერბალურად და ფიზიკურად. დეიზი 4 წელი დადიოდა ფსიქიატრთან და სხვადასხვა პრეპარატებსაც იყენებდა (მაგ. პროზაკი, ბუსპარი, კლონოპინი დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ). დეიზი ხშირად ქუჩაში სეირნობის დროსაც გრძნობდა ფლეშბექებს და იძულებული იყო გაქცეულიყო მათგან თავის დასაღწევად.

დეიზი ძილის დარღვევევის სპეციალისტთან, ეიმ მიდტონთან მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა კოგნიტურბიჰევიორალური თერაპიით ემკურნალა მისთვს, კერძოდ იგი იყნებდა Imagery Rehearsal Therapy (IRT) -წარმოსახვითი განმეორების თერაპია.ეს თერაპია ზრდის პაციენტებში კონტროლის მექანიზმის ეფექტურობას და მათ საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ დამანგრეველ სიზმრებს.

პირველი სეანსის დროს, მიზანი იყო დეიზის ინფორმირება კოშმარების შესახებ და ასევე იმ წარმოსახვითი ტექნიკებისა, რომლებიც მას დაეხმარებოდა კოშმარებთან ბრძოლაში.

  • წარმოიდგინა წითელი ფერი გარდამავალი ლურჯში
  • ცარცის ხმა, დაფაზე და შემდეგ მისი ფხვნილის პუდრას სახით წარმოდგენა
  • ამიაკის სუნი როგორ გადადის ლიმონის სუნში
  • სირენის ხმის გადასვლა ფლეიტის ხმაში
  • ბნელი გვირაბიდან სინათლეში
ამ საფეხურების გავლის შემდეგ ექიმი იყენებდა კოგნიტურ ბიჰევიორალურ ტექნიკებს, მაგალითად, სანაპიროს წარმოდგენის შემდეგ მას ევალებოდა წარმოსახულ სურათში შეეტანა შტორმი, ამ მეთოდით დეიზიმ ისწავლა, როგორ შეეწვიტა ერთ საგანზე ფიქრი, შეეცვალა ობიექტები. მან ასევე ისწავლა mindfulness- რაც მას ასშუალებას აძლევდა გაეცნობიერებინა და ფოკუსირება მოეხდინა მოცემულ მომენტში საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, ფიზიკურ მგრძნობელობაზე.


მეორე სეანსის დროს, დეიზიმ კიდევ ერთი კოშმარი გაიხსენა, მას დაესიზმრა ნაცრისფერი გარემო, ასევე საკუთარი სახლი, რომელიც ობობის ქსელებით იყო სავსე და მისი მშობლები ჭიის პარკში იყვნენ გახვეულები. ექიმმა მიდლტონმა იცოდა, თუ რაოდენ რთული იყო დეიზისთვის ბავშვობისდროინდელი ტრამვის გადატანა და თქვა, რომ მშობლების წარმოდგენა ჭიის პარკში იყო ერთგვარი სიმბოლიზაცია იმისა, თუ რა შორს იყვნენ ისინი დეიზისგან, ხოლო ობობებით სავსე სახლი კი წარმოადგენდა იმ ურიცხვ საფრთხეს, რასაც დეიზი ეჩეხებოდა ყოველდღიურად.

ამის შემდეგ ექიმმა მიდლტონმა მას თხოვა აღწერა მისთვის სასურველი სიზმრის ეპიზოდი- დეიზი ასეც მოიქცა და წარმოიდგინა: ნათელი, მზიანი დღე საუზმე შიდა ეზოში ოჯახთან ერთად, თუმცა მალევე შეწყვიტა თხრობა და ტირილი დაიწყო. მაშინ კი ექიმის თხოვნით, მასეს მომენტი უნდა წარმოედგინა 10 წუთი ყოველ დღე მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.ხოლო 3 დღის შემდეგ 2 კვირის გასვლისას, მას კვლავ უნდა დაეწერა კოშმარი, თუმცა დადებითი ინტერპრეტაციის შეეცვალა.

დეიზი მომდევნო2 კვირა რჩევებს ითვალისწინებდა, ბოლო კოშმარი, რომელიც მან ნახა შემდეგნაირი იყო:იგი კინოში იჯდა, როც მამაკაცი მაიმუნის თოჯინით ხელში შეიჭრა სეანსზე, დეიზი მას ძალიან გაუბრაზდა და საბოლოოდ მამაკაცი დანით ხელშიაღმოჩნდა მის სახლში.დეიზი ეს სიზმარი დაწერა და დადებითი ინტერპრეტაცია გაუკეთა, თითქოს მამაკაცი დანით ხელში ჭრიდა მის ბოსტნეულს. როგორც აღმოჩნდა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია მისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა.2 თვის შემდეგ ეიზიმ მოახერხა თავისი ნაშრომის დასრულება, იგი შეყვარებულზეც დაქორწინდა და ცხოვრება მშვიდად განაგრძო.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
24