x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ უჩნდება ზოგიერთ ადამიანს ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახეზე წითელი ლაქები?

image

ეს გახლავთ პრობლემა, რომელიც საკმაოდ მრავალ ადამიანს აწუხებს, თუმცა სამწუხარო ის გახლავთ, რომ ფაქტობრივად ამის წამალი არ არსებობს.

პირველი რაც არის, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ფართოვდება კაპილარები, მასზე მოქმედებს ეთანოლი და ეს არის სისხლძარღვების

ტიპიური რეაქცია, როდესაც სახე წამოწითლდება, ეს არის ბუნებრივი და თითქმის ყველაზე მოქმედებს, თუმცა როგორც წესი ადამიანების უმეტესობას რამდენიმე წუთში სიწითლე გადაუვლის და სახეს ბუნებრივი ფერი უბრუნდება, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზმში ალკოჰოლის გადამამუშავებელი ფერმენტების ნაკლებობას განიცდიან ექმნებათ პრობლემები, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ორი ძირითადი მიზეზით:

1) გენეტიკური ;2)შეძენელი -ეთალონის რეგულარული და ჭარბი მიღების გამო.

image

ფერმენტი, რომელმაც ალკოჰოლის უტილიზაცია უნდა მოახდინოს ეწოდება ალკოჰოლდეჰიდროგენაზა(ADH), ალკოჰოლის მიღების შემდეგ წარმოიქმნება მისი პირველი მეტაბოლიტი-აცეტალდეჰიდი, საკამოდ მომწამვლელი და კარცოგენული ნივთიერება, რომელიც იწვევს კანის შეწითლებას, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს და სხვა არასასიამოვნო ეფექტებს.

image

თუ ადამიანის ორგანიზმი სწრაფად ვერ ამუშავებს აცეტალდეჰიდს, მის სახეზე ჩნდება მოვარდისფო-მოწითალო ლაქები, ეს არის ნიშანი იმისა რომ:

1) ის ბევრს სვამს და გადამამუშავებელი ფერმენტი ორგანიზმში დროთა განმავლობაში მცირდება და მცირდება.

2)ალკოჰოლჰიდროგენაზას სიმცირე გამოწვეულია გენეტიკურად(უფრო ხშირად ემართებათ ჩრდილოეთის ხალხებს).

მისი განკურნება შეუძლებელია, ერთადერთი რაც შეიძლება გირჩიოთ ნუ მიხვალთ იქამდე, რომ ქრონიკული მსმელი გახდეთ.

image

0
282
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0