x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თმის მოვლის და დაცვის ძირითადი წესები. შეღებილი თმის მოვლა (ბალზამი თუ კონდენციონერი?)

image

ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებთ და ვინ წარმოიდგენდა, რომ თავის დაბანის წესებიც არსებობს? მაგრამ, როგორც ექიმი-ტრიქოლოგები (დერმატოლოგი, რომელიც თმას და თავის კანის დაავადებებს მკურნალობს) ამტკიცებენ, თავის დაბანისას დაშვებული შეცდომები, ხშირ შემთხვევაში, თავის კანის დაავადების და თმის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება: თმის ცვენა, ბოლოების გაყოფა, სიმშრალე და მტვრევადი თმა... ისინი ამტკიცებენ, რომ დაბანის შემდეგ, დარჩენილი კანის მკვდარი უჯრედები უამრავი არასასურველი ბაქტერიის გაჩენის მიზეზი ხდება.

image

ქვემოთ, ექიმების მიერ შემუშავებულ, თავის დაბანის წესს გთავაზობთ, რომელიც ამ პროცედურის სწორედ შესრულებაში დაგეხმარებათ:

1. წინასწარი დასველება

შამპუნის მოხმარების წინ თმა საფუძვლიანად უნდა დაისველოთ. რადგან ასე კუტიკულა (თმის გარეგანი შრე - ქერცლოვანი საფარველი, რომელიც შედგება ბრტყელი, გარქოვანებული, ერთმანეთზე კრამიტისებურად დაწყობილი გადამფარავი შრისგან (კერატინის ფირფიტებისგან), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება განივი ბმებითა და ლიპიდური ფენენბით.) იხსნება და თმის დასაბანი საშუალება უკეთესად მოქმედება.

2. ბოლოების დაცვა

ეს პუნქტი გრძელ თმიანებისთვის არის: თავის დაბანის დროს, თმის ბოლოების მეტისმეტად გამოშრობისგან, კარგად იცავს თმის კონდიციონერი! უბრალიდ, შამპუნის მოხმარების წინ, ის თმის ბოლოებზე დაიტანეთ.

3. დაბანა ქაფით

თავზე დიდი რაოდენობის შამპუნის დასხმა — უპატიებელი შეცდომა არის. თმა რომ არ დაიზიანოთ, ხელის გულზე დაისხით 3/4 ჩ. კ. შამპუნი, დაამატეთ მას ცოტა წყალი და თითით გააზავეთ ერთმანეთში, ისე რომ ქაფი მიიღოთ. და უკვე ამის შემდეგ, დაიტანეთ ნაზავი თმაზე.
ნუ იფიქრებთ, რომ დიდი რაოდენობით დასაბანი საშუალება უკეთესად დაგბანთ თავს – კანისა და თმის გამოშრობა კი ნამდვილად შეუძლია.

4. გამოიჩინეთ სინაზე!

დაბანის დროს, ხელის მოძრაობა რაც შეიძლება ნაზი და ფრთხილი უნდა იყოს, რომ კუტიკულა არ დაზიანდეს, რადგან სველი თმა, მექანიკური ზეწოლის შედეგად, განსაკუთრებით ადვილად ზიანდება.
თავდაპირველად თითის ბალიშებით თავის კანის მასაჟი არის საჭირო, ამით, დაბანასთან ერთად, თმის ძირებთან სისხლის მიმოქცევას დონეს გაზრდით, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს თმის კვებისა და ზრდის პროცეცებს. შემდეგ, ქაფი თმის მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ და მსუბუქად მოჭყლიტეთ თმა, მაგრამ ერთმანეთზე არ ახახუნოთ!

5. შამპუნი მხოლოდ ერთხელ წაისვითimageკვირის მანძილზე თავის და შესაბამისად, თმის დაბანის სიხშირე — თითოეული ადამიანის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება არის, რომელიც თმის ტიპზე, თავის კანის მდგომარეობაზე და წლის სეზონზე არის დამოკიდებული. შამპუნი თავის კანის ტიპზე უნდა იყოს მორგებული, რადგაი სწორედ მასზე გროვდება ცხიმი — თმის დაბინძურების ძირითადი მიზეზი. მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ ცხიმი თქვენი მტერია და არა ღირს მეტისმეტად აგრესიული შამპუნის შერჩევა – კანის ცხიმი თმას დაზიანებისგან იცავს, ხოლო თავის კანს გამოშრობისგან. თავის დაბანის დროს, შამპუნი დაიტანეთ თმის ძირებზე. რაც შეეხება თმას, ის დაბანიდან – დაბანამდე ძალიან არ ჭუჭყიანდება და მისი აქტიურად დაბანა საჭირო არ არის. მისთვის სავსებით საკმარისია ქაფი, რომელიც თავის დაბანის დროს წარმოიქმნება.

თუ თავს ყოველდღე ან დღეგამოშვებით იბანთ, შამპუნის მეორედ წასმას არანაირი აზრი არა აქვს, რადგან პირველი ჯერის შემდეგ, თავი და თმა ისედაც სუფთა გექნებათ.


6. კონდენციონერი თუ ბალზამი?imageთმის მოვლის ეს საშუალებები იმისთვის მოიგონეს, რომ თმა უნაკლოდ გამოიყურებოდეს, ყოველთვის და არა მხოლოდ სილამაზის სალონის სტუმრობის შემდეგ. კონდენციონერი და ბალზამი აპკივით ეკვრის თმის ღერს, იცავს მას გამოშრობისგან და უფრო მბზინვარეს ხდის მას.
ბალზამის ან კონდენციონერის გამოყენების წინ, აუცილებელია თმის მსუბუქად გაწურვა, რომ ზედმეტი წყალი ჩამოიწკრიტოს. დაიტანეთ კონდენციონერი (ბალზამი) თმის მთელს სიგრძეზე, მაგრამ არა კანზე (კანზე დატანის შემთხვევაში, თავი უფრო მალე ჭუჭყიანდება. კონდენციონერისგან განსხვავებით, ბალზამის კანზე დატანა შეიძლება). წასმის შემდეგ, მაშინვე ნუ გადაივლებთ წყალს. გაიჩერეთ ის 2-3 წუთი, რომ კონდენციონერმა (ბალზამმა) თმაზე ზეგავლენის მოხდენა მოასწროს.

და მაინც, რომელი უფრო სასარგებლოა თმისთვის?

თმის კონდენციონერი აიოლებს გრძელი თმის დავარცხნის პროცესს, ასევე იცავს მას ფენით გაშრობისას, გაუთავებისას და დამაზიანებელი გარე ფაქტორებისგან. და კიდევ, კონდენციონერი თმაში ტენის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ბალზამში შემავალი სხვადასხვა სახის მჟავები (ლიმონის, რძის ან ძმრის) თმას მბზინვარებას მატებს. ის თავის კანის рН ბალანს აღადგენს და განსაკუთრებით სასარგებლოა, თმის შეღებვის შემთხვევაში. ნივთიერებები, რომლებიც მის შემადგენლობაშია, ფერს აფიქსირებს და გახუნებისგან იცავს. ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი დამატენიანებლები, თმას არბილებს და ელასტიურს ხდის.

შენიშვნა: თუ თმის მოწესრიგება გინდათ შეღებვის შემდეგ, თბილი წყლით საღებავის მოცილების შემდეგ, არ დაიბანოთ თავი შამპუნით. თმა მსუბუქად გაიწურეთ და ბალზამი დაიტანეთ, როგორც თმაზე, ისე კანზე. ხოლო წყალი, ჩვეულებრივ 2-3 წუთის შემდეგ კი არა, 10 წუთის შემდეგ გადაივლეთ.

image7. გავლება

მას შემდეგ რაც კონდენციონერს მოიშორებთ, თმაზე (თავზე არა) ცივი წყალი უნდა გადაივლოთ. ეს ხრიკი თმის ზედა ფენის ქერცლების დახურვას იწვევს და თმას დამატებით მბზინვარებას ანიჭებს.image8. ნუ მოიხვევთ სველ თავზე პირსახოცსimageქალბატონების უმრავლესობის საყვარელი ჩვევა, შხაპის შემდეგ, სველ თავზე პირსახოცის შემოხვევა და ასე ტელევიზორის ყურება ან საქმის კეთება არის. და სწორედ ეს ჩვევა არის თმის ყველაზე დიდი მტერი. სველი თმა ძალიან მგრძნობიარეა და ასეთი «აბანო» (თმის ჩახურება) თმის სტრუქტურას არღვევს და მბზინვარებას აქრობს.
დაბანის შემდეგ, თმა პირსახოცით უბრალოდ შეიმშრალეთ, რომ ძირითადი ტენი შეიწოვოს და არავითარ შემთხვევაში, არ გაახახუნოთ ერთმანეთზე თმა და პირსახოცი, რადგან ხახუნიც აზიანებს თმას. პირსახოცი შეგიძლიათ მხრებზე დაიტოვოთ, რომ წყალი თმის წვერებიდან მასზე ჩამოიწკრიტოს და თმა ბუნებრივად გაშრეს.image9. გამოიყენეთ თმის მოვლის წყალში უხსნადი საშუალებებიimageთმის ზეთი და სპრეი თმის ბოლოების გაყოფის ასაცილებლად საუკეთესო საშუალება არის. გარდა ამისა, ამ საშუალებების მოხმარების შემდეგ, თმა უფრო პრიალა და მბზინვარე ხდება.
თმის მოვლის ამ საშუალებების დატანა სუფთა და შემშრალ თმაზე უნდა მოხდეს, თმის ბოლოებზე ან შუა ნაწილიდან – ბოლომდე. ზეთი და სპრეი, უკვე ხსენებული სასარგებლო თვისებების გარდა, თმას ფენის ზემოქმედებისგანაც იცავს.image10. თმა ყოველთვის რბილი სავარცხლით დაივარცხნეთimageმეტალის ან მაგარი კბილების მქონე სავარცხელი თავის კანის და თმის დაზიანებას იწვევს. დღეს, კოსმეტიკურ ბაზარზე, უამრავი თანამედროვე სავარცხელია, რომელიც თმას ერთდროულად ვარცხნის, ფორმას აძლევს და მზინვარებას მატებს.image11. გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალებებიimageთუ ხშირად იყენებთ თმის უთოს ან მისთვის ფორმის მიცების სხვა ელექტრო ტექნიკას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თმის თერმოდაცვის საშუალებები. მაღალი ტემპერატურის ხშირი ზეგავლენა ნეგატიურად აისახება თმის ჯანმრთელობაზე – არღვევს მის სტრუქტურას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თერმოდაცვა, თმის დაცვასთან ერთად, ვარცხნილობასაც უხანგრძლივებ პირვანდელი სახის შენარჩუნების პერიოდს. ის შეღებილ თმას გახუნებისგან და გამოშრობისგან იცავს, ხოლო შეუღებავს – ტენიანობის დონის შენარჩუნებაში ეხმარება და თმას ელასტიურს და ნაკლებად მტვრევადს ხდის.image12. ხშირად შეიცვალეთ ვარცხნილობაimageშეკრული თმის ე. წ. «ცხენის კუდის» ტარება თუ გიყვართ, ამას ყოველდღე ნუ გააკეთებთ. იგივე ეხება «კოსას» და სხვა მსგავსი სახის ვარცხნილობებს, რომლის დროსაც, თმა დაჭიმულია, რაც თავის კანში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზია.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageროგორ გავიკეთოთ ლამაზი, მოცულობითი ვარცხნილობა სახლის პირობებში (+ვიდეო)

წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....

0
1229
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0