x
image
ღიმილიანი
"ჩვენი ბილიკები თქვენი ბილიკებია" - მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი
"ჩვენი ბილიკები" თქვენი ბილიკებია!!

ასე იუწყება საიტი, რომელიც შექმნილია აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ემიგრანტი ქალბატონის მიერ.

იგი ჩიკაგოში ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენას ასწავლის.



image



მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი ილინოისის შტატში ცხოვრობს და ძალიან აქტიურადაა ჩართული ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებში, ღონისძიებებსა და სხვა მრავალ სასარგებლო საქმიანობაში, რომლებიც უცხო მიწაზე გაფანტულ ქართველებს აერთიანებს და ერთმანეთის გაცნობის საშუალებას აძლევს.


ბლოგი „ჩვენი ბილიკები“ 2016 წლის 31 დეკემბერს ქალბატონი მაკას ვაჟის - ნიკა მაღრაძის დახმარებით შეიქმნა და მაკას შემოქმედებასთან ერთად მკითხველს საშუალება ეძლევა, სხვა წარმატებული ემიგრანტების შემოქმედებასაც გაეცნოს.


image


ამჟამად, გვერდი ენთუზიამითა და მოხალისეობით მუშაობს.


ქალბატონი მაკას სურვილია, რომ ამ საიტზე მეტმა ქართველმა შეძლოს თავისი სამყაროს თუნდაც პატარა ნაწილის წარმოაჩენა.


ასე რომ, "ჩვენი ბილიკები" არის უზარმაზარ სამყაროში გაბნეულ, საქართველოს სითბოს მოწყურებულ ადამიანთა დამაკავშირებელი ხიდი.



1
169
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
169
  
2020, 4 ოქტომბერი, 2:27
გვერდი აღარ არსებობს :(((
0 1 1