x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალზე საწამლავი დალია და გარდაიცვალა(ვიდეო)

image

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე ყოფილი იუგოსლავიის საკითხთან დაკავშირებით, ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა საწამლავი დალია განაჩენის წაკითხვის შემდეგ, სლობოდანი ბოსნიაში გაჩაღებული ომის დროს ხორვატ ამბოხებულებს ხელმძღვანელობდა.

აპელაციის შემდეგ ხორვატი გენერალი სამხედრო ტრიბუნალმა ხელმეორედ სცნო სამხედრო დამნაშავედ, რის შემდეგაც სლობოდან პრალიაკმა ჯიბიდან ამოიღო მცირე ზომის ბოთლი და პირდაპირ სხდომაზე საწამლავი დალია.

გენერალ- მაიორი პრალიაკი, ხორვატიის თავდაცვის საბჭოს ყოფილი წევრი, საერთაშორიოს ტრიბუნალის დარბაზიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პრალიაკის სიკვდილამდე სასამართლომ არ მიიღო მისი აპელაცია, რის მიხედვითაც 2013 წელს იგი სცნეს სამხედრო დამნაშავედ და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.მოისმინა რა მოსამართლის განაჩენი, პრალიაკმა დაიყვირა, რომ "სძულს განაჩენი", ამოიღო პატარა ბოთლი, სადაც ჯერჯერობით დაუდგენელი შხამიანი ნივთიერება ესხა და დალია.

ამის შემდეგ სხდომა შეწყდა, ჰააგის სხდომის ვიდეოჩანაწერმა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა.

იხილეთ ვიდეო



imageმსგავსი სიახლეები

0
155
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0