x
მეტი
  • 20.01.2018
  • სტატია:73269
  • ვიდეო:326304
  • სურათი:428884
"სხვისთვის მოკვდა და მიწამ წაიღო ჩვენში კი ცოცხლობს ქეთელაური" - მოგონებები ალუდა ქეთელაურზე

image



ალუდას წელს 15 ნოემბერს 30 წელი შეუსრულდებოდა, იგი იყო ახალგაზრდა მხევსური, რომელიც სიმღერებითა და სიყვარლით ცხოვრობდა.


ხევსრური ბიჭის სიმღერებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ათასობით ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა მისი სიმღერები, ის კი მაინც წერდა:

"ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები…”




image



“რამდენი თამაში, რამდენი სიყალბე, რამდენი ადამიანი, რა ცოტა სიმართლე…”




“მე ვხედავ როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება როცა იმათნაირი არ ხარ, ვხედავ გაკვირვებულ სახეებს, ბევრ რამეს ვამჩნევ და ჯერ სად ვარ კიდე…”



image




ლევან ქეთელაური ერთ-ერთი ინტერვიუში იგონებს:

- მიჭირს ალუდაზე საუბარი, მით უფრო, - წარსულში. სანამ ცოცხალი იყო, მეგონა, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სიმღერა და მეგობრები უყვარდა, ცხოვრება უხაროდა. მისი სიკვდილის შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი.....
image
იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს. ძალიან უყვარდა მთა, ოღონდ მეგობრებთან ერთად ყოფილიყო და მთაში, კარავშიც და ქუჩაშიც ბედნიერი იყო. ბავშვობიდან მღეროდა. თავიდან რაღაც აკორდებს თავად უყრიდა თავს მუსკიალურ ინსტრუმენტებზე, შემდეგ ისწავლა კიდეც.
''ალუდა რომ წავიდოდა სკოლაში, გზდაგზა ხან ვინ გააჩერებდა, ხან კაკალს აგროვებდა, ხან უბნის ახალგაზრდებს რამეს უმღერებდა და ამ მიზეზების გამო იგვიანებდა ხშირად. მასწავლებელმა რომ შეამჩნია უკვე, ალუდას ამდენი დაგვიანება, ჰკითხა ალუდას: რატომ იგვიანებ ამდენსო? მასწავლებელო რო წამოვალ ხოლმე სახლიდან და უბანს გამოვცდებიო, ძაღლი მომდევს ხოლმეო და მაგიტომ მაგვიანდებაო.... მერე შე კაი კაცო ძაღლი თუ გამოგიდგება ხომ უფრო სწრაფად უნდა მოხვიდეო... არა მასწავლებელო ქვემოდან მომდევსო და სახლისკენ გავრბივარო და მაგიტომ მაგვიანდებაო... უპასუხა ალუდამ.." - ლევან ქეთელაური


”აკეთე ის, რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა, იყავი თავისუფალი” - ეს ალუდას სიტყვებია.
image

"მაინც ვცხოვრობ, მაინც ვსუნთქავ, ოღონდ სულ სხვანაირად. მახსოვს რომ მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან დიდხანს ყველაფერი შავ-თეთრი იყო. ქუჩებიც, ადამიანებიც, საერთოდ ყველაფერი.
ისე კი ჩემთვის ალუდას ძინავს, ღრმად და მშვიდად. აი ამას ქვია ქვადქცეული ტკივილი." - გიორგი არაბული


image
"ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან?" - იგი იყო დაუოკებელი სული, ჩემი და კიდევ ბევრი გულშემატკივარის თოლია ჯონათანი...

"ადამიანი ზუსტად მაშინ იწყებს დაბერებას, როცა კარგავს
შინაგან ბავშვობას, ხანდახან ბავშვივით უნდა გაგიხარდეს, ხანდახან ბავშვივით უნდა გატუტუცდე, ხანდახან ბავშვივით უნდა გეწყინოს და მალე დაგავიწყდეს, ხანდახან უნდა მოიქცე გიჟურადაც, ესაა ადამიანის ის კომპონენტები, რომელიც არ აბერებს, უკვდავების წამალია" –

წერდა ის და ყველას ხსოვნაში დარჩა სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე ახალგაზრდად.




image







მიყვარხარ, ალუდა!

image



image




ალუდას საფლავი დუშეთის რაიონში, სოფელ ზემო აშში მდებარეობს.




image




2
923
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
923
  
2017, 30 ნოემბერი, 13:43
გული მტკივა, ასეთი ადამიანები ,რომ მიდიან. რამდენჯერ უმღერია ჩემს ოჯახში. მარადიული ხსოვნა. ნათელში იყოს მისი ლამაზი სული
2017, 30 ნოემბერი, 13:01
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
"კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა..."
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
0 1 2