x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ივანოვო-ქალების ქალაქი
imageრატომ უწოდებდნენ ივანოვოს "ქალების ქალაქს"? ან უფრო სწორად "პატარძლების ქალაქს", რომელიც ამ ქალაქს დღემდე შემორჩა, საბჭოთა პერიოდში ამ ქალაქში 1 კაცზე 10 ქალი მოდიოდა, დადიოდა ლეგენდები, რომ ამ ქალაქში ლამისაა კაცი 'სამუზეუმო ექსპონატი " იყო და ქალები კაცებს "ზედ ახტებდონენ", უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლეგენდაში იყო სიმართლის ნატამალი.

imageიმიჯი, როგორც "ქალების ქალაქი" მომდინარეობს მძლავრად განვითარებული საფეიქრო და კვების მრეწველობის გამო, რითაც ეს ქალაქი თავს იწონებდა, ხოლო ამ საწარმოებში ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებულები, განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა დემოგრაფიული დისბალანსი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.


ქალების სიმრავლის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა როგორმე კაცების ბალანსის რეგულირება მოეხდინა, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთბაშად რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო აეშენებინათ ამ ქალაქში, სადაც ძირითადი მუშახელი მამაკაცები იქნებოდნენ:ივანოვოს ჩარხმშენებელი ქარხანა, საჩეჩი მანქანების ქარხანა, «Точприбор», «Автокран», «Кранэкс», თუმცა ამანაც არ უშველა.

imageფოტო მუზეუმიდან:საფეიქრო მრეწველობა ივანოვოში, რომელიც უძველესივე დროიდან განვითარებული იყო ამ ქალაქში.



დღესაც რუსეთის ფედერაციის უკანასკნელი აღწერის მიხედვით ივანოვოს კვლავ ლიდერი პოზიცია უკავია ამ მხრივ:ყოველ 1000 კაცზე 1247 ქალი მოდის, ისიც შედარებით ბალანსი მამაკაცებს და ქალებს შორის 14-დან 30 წლამდე ასაკზე მოდის, ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობა აქვთ 30 წელს გადაცილებულ ქალებს, 47% ანუ ყოველი მეორე გაუთხოვარია ან მარტოხელა დედაა.



image

image

image

image

image

image"ქალები ქალების ქალაქიდან"-სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფის ჯოდი ბიბერის ფოტორეპორტაჟი.



თემა 'პატარძლების ქალაქი" თვით ქალაქის გერბზეცაა ასახული, რომელიც 1996 წელს მიიღო ივანოვოს საქალაქო დუმამ, გერბზე გამოხატულია რუსულ ეროვნულ სამოსში გამწყობილი ქალი საჩეჩ და სართავ მოწყობილობასთან ერთად.

imageადმინისტრაცია, 28 მაისს, ქალაქობის აღნიშვნის დღეს მართავს შოუ-ღონისძიებებს, სადაც "პატარძლების კაბაში" გამოწყობილი ასეულობით გოგონა ქუჩაში გამოდის.

imageფოტოზე:პატარძლების აღლუმი ქალაქ ივანოვოში-2011 წელი.



ტერმინი "პატარძლების ქალაქი" დამკვიდრდა 1981 წელს გამოსული ფილმის «Честный, умный, неженатый», (პატიოსანი, ჭკვიანი, უცოლო) გამოსვლის შემდეგ, სადაც ანდრეი მირონოვი ასრულებს სიმღერას ივანოვოზე:"Так и знай: я уеду в Иваново, А Иваново — город невест."(დაე იცოდე, რომ წავალ ივანოვოში, ივანოვო პატარძლების ქალაქია)



imageასევე დაგაინტერესებთ

1
1781
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1781
  
2017, 7 დეკემბერი, 12:17
წავიდე რა ვქნა????????
0 1 1