x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი ხელფასები აქვთ გორის მერიაში?
image
გორის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ.როგორც რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთი" იუწყება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ, თანმდებობრივი სარგო შემდეგნაირად განისაზღვრა: ყოფილ ორ მუნიციპალიტეტს შორის ერთსა და იმავე თანამდებობაზე რომელ მუნიციპალიტეტშიც მაღალი იყო ანაზღაურება, იმ თანხას მიიღებენ საჯარო მოხელეები ყოველთვიურად, მაგალითად, თუ აქამდე გორის მერის ხელფასი 2750 ლარი იყო, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლისა კი 2650 ლარი, კონსტანტინე თავზარაშვილს ხელფასის სახით 2750 ლარი დაერიცხება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება იქნება 2150 ლარი, მოადგილის –2050.

გორის მერს ასევე ეყოლება სამი მრჩეველი, სამი თანაშემწე და სამი კონსულტანტი.

მრჩევლების ხელფასები:


Iმრჩეველი – 1400 ლარი, II მრჩეველი –1200 ლარი, III მრჩეველი – 1100 ლარი.

თანაშემწეების ანაზღაურება 1000 ლარი იქნება, კონსულტანტებისა კი 900 ლარი.

გორის მერს მოემსახურება ორი მძღოლიც, პირველი მათგანის თანამდებობრივი სარგო იქნება 1000 ლარი, მეორისა კი 850 ლარი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ გორის მერიის საფინანსო განყოფილებაში.მათი თქმით, პირიქით, საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი შემცირებულია.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0