x
image
natia.a
რატომ გაუკეთეს თბილისში ძეგლებს პირბადეები - უცნაური აქცია დედაქალაქში!
image


უცნაური აქციები ბოლო დროს უკვე აღარავის უკვირს, თუმცა, როგორც წესი ყველა აქცია გარკვეულ მიზანს ემსახურება და აღნიშნული მიზანი საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს. ამას ვერ ვიტყვით 29 ნოემბერს, გამთენიისას თბილისში განხორციელებულ მოულოდნელ აქციაზე. დედაქალაქის ქუჩებში გამოსულ მაცხოვრებლებს დილით ძეგლები პირბადეაფარებულები დაუხვდათ.


image


პირბადე აქვს აფარებული ყველა ცნობილი ადამიანისა თუ პერსონაჟის ძეგლს - ილიასა და აკაკის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძეს, გალაკტიონს... აქციის ორგანიზატორებმა არც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟები დაინდეს და არც ფილარმონიის წინ აღმართული "მუზა", რომლისთვისაც პირბადის მორგება ალბათ საკმაოდ რთული იქნებოდა.



image


მიუხედავად ამისა, აქამდე უცნობია ვინ დგას ამ უცნაური აქციის უკან და რა მიზანს ისახავს იგი. სოციალურ ქსელში ვარაუდობენ, რომ აქცია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული.


imageimage

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქცია ლონდონშიც ჩატარდა გასული წლის გაზაფხულზე. ეს იყო გარემოს დაცვითი კამპანია, რომლის ფარგლებში ნიღბები გაუკეთდა ინგლისის დედაქალაქში არსებულ ძეგლებს, მათ შორის ნელსონისა და კრომველის ქანდაკებებს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სულ 17 ძეგლის შენიღბვა იყო დაგეგმილი, თუმცა სამართალდამცავებმა შემნიღბველები დააკავეს და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მისცეს.


imageimage


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს

image


2. ვინ უყვარდა თამარ მეფის ვაჟს და რომელი სექტის შეხედულებებს აღიარებდა ლაშა-გიორგიimage


3. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...image


4. რატომ დაინტერესდა თამარ მეფით მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალი და ჰილარი კლინტონიimage


5. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?image


6. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორიაimage


7. აკრძალული ფოტოგრაფი, რომელსაც მილიციელებიც, ქურდებიც და კათალიკოსიც კი პატივს სცემდნენ...image

0
313
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0