x
image
ღიმილიანი
"ძვირფასო დედა. ჩვენთან მოღრუბლური ამინდია, შენი თვალებივით." - ემოციური წერილი დედას

image

ძვირფასო დედა.

ჩვენთან მოღრუბლური ამინდია, შენი თვალებივით. ხეებს უკვე წვივები წამოსტკივდათ. ნოემბერი კი ლოგინად ჩავარდნილი ულოკავს ნატკენ ადგილებს. წელს აქ მძიმე შეოდგომა იყო. ქარს მთაწმინდაზე ფრთა წამოუკრავს და მოტეხია. ჩვენ ვერ ვუშველეთ დედაჩემო, ვერ ვანუგეშეთ შეშინებულ ფოთლებს ვერაფრით.
ძნელი ყოფილა ცაში სიკვდილი, მიწას ჰგონია გაურბი და აღარ გპატიობს. მხოლოდ ერთს აპატია. იცოდა, რომ აპატიებდა... ჰო და გადახტა... მაგრამ დღემდე არ დაცემულა...
ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს... უნდა გადავრჩეთ...

თქვენთან კავკასიონი უკვე გაჭაღარავდებოდა... მამაჩემივით... სულ უფრო იშვიათად მესიზმრება ხოლმე... სიშორემ იცის, დედაჩემო... ეს გადარჩენის ინსტიქტია ჩემნაირებისთვის...
ზამთარი აქ ბრძოლას გავს... ჩემი ხელების ბრძოლას, ბოლოს რომ გეჭირა... იმ ბოლო სითბოსთვის ებრძვის სუსხიან ზამთარს, ჯერ კიდევ რომ შემორჩათ ხელებს...
შევცდით, დედაჩემო, ორივე შევცდით.
შეცდომა იყო უანგარო სიყვარული, ძილისპირულის სიტყვებივით რომ დამაზეპირე. ჰო მასე მიყვარს, უანგაროდ... უუუფლებოდ... გადამდები დაავადებასავით ყოფილა - მარტოობაში უნდა მოიხადო.
ყური მოვკარი ხვალ დასავლეთის ქარი უნდა იყოს... თვალს ნუ აარიდებ, დედაჩემო ჩემს ფიქრებს ვატან, შეაგებე შენი ხელები... და გასაშრობად გადაფინე სახლის მახლობლად... ადვილად იცნობ, სულ ახლახანს ისწავლეს ფრენა...

ასლან ხოზრევანიძე

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0