x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინ არის ცნობილი მილიარდერი, რომელიც სკოლის პერიოდში საღეჭ რეზინებს ყიდიდა?!

image

იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 5 ადამიანს შორისაა. ის მილიონობით ადამიანის სტიმულია, საუკეთესო ინვესტორი და ნამდვილი მილიარდელი, რომელსაც საკმაოდ უცნაური ცხოვრების ისტორია გააჩნია. ეს პიროვნება ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი - უორენ ბაფეტია.


image


თუ მის შესახებ დღემდე არაფერი გსმენიათ, მაშინ ნამდვილად ბევრი რამ არ გცოდნიათ მილიარდერების შესახებ. უორენ ბაფეტი დღეს უკვე 88 წლისაა. დაიბადა 1930 წლის 30 აგვისტოს აშშ-ს ნებრასკას შტატში, ქალაქ ომაჰაში, რომელსაც მოგვიანებით ომაჰას ორაკული შეარქვეს. იგი ცნობილია, როგორც უდიდესი ქველმოქმედი. მან თავისი ქონების 85% გადასცა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს 2006 წელს, რომელიც შერაცხეს ამერიკის ისტორიის უდიდეს ქველოქმედებად. დღესდღეობით უორენ ბაფეტი ფორბსის მიხედვით მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია მექსიკელი სატელეფონო გიგანტის მფლობელ კარლოს სლიმ ელუს(53, 5 მლრდ) და Microsoft-ის თავმჯდომარის ბილ გეიტსის (53 მლრდ) შემდეგ. ბაფეტის ქონება 2010 წლის მონაცემებით 47 მილიარდ დოლარს შეადგენს.


image


ბაფეტი დაიბადა 1930 წელს ომაჰაში, ნებრასკა. ის იყო მეორე, ლეილა და ჰოვარდ ბაფეტების სამი შვილიდან და იყო ერთადერთი ვაჟი. ბაფეტი შესანიშნავი გონებით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავის თანატოლებისგან. სკოლის პერიოდში დაწყებული მცირე ბიზნესებიდან დღეს უკვე 80 მილაირდი დოლარის მფლობელია.(2016 წლის მონაცემებით)


image


კარიერულ წინსვლასთან ერთად, ბაფეტს პირად ცხოვრებაში გაუმართლა. მან 1952 წელს ცოლად შეირთო სუსი ბაფეტი., რომელთანაც საკმაოდ ტკბილი თანაცხოვრება აკავშირებდა. მან ბავშვობიდან გამოავლინა ინტერესი ფულის შოვნასა და დაგროვებაში. პატარა უორენი კარდაკარ დადიოდა და ყიდდა საღეჭ რეზინებს, კოკა-კოლას და ყოველკვირეულ ჟურნალებს, ამავე დროს ის მუშაობდა საკუთარი ბაბუის საბაყლოში. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მან განახორციელა რამდენიმე მომგებიანი იდეა: გაზეთების მიწოდება, გოლფის ბურთებისა და მარკების გაყიდვა. პირველად როდესაც საღეჭი რეზინებიდან მან 5 დოლარის სარგებელი ნახა, მოგებული ფულით კვლავ საღეჭი რეზინები იყიდა. როდესაც მოგებამ 200 დოლარს მიაღწია, ბაფეტი დარწმუნდა რომ, საქმიანი ცხოვრების პერიოდში, კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო მოთმენა.


image


უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მან კოლუმბიის უნივერსიტეტს მიაშურა, რომ თავისი კერპის ბენჯამინ გრემის ხელმძღვანელობით ემუშავა. მან სურვილი აისრულა და ბრძენი გურუსაგან ბევრი რამ ისწავლა. ბავშვობიდანვე ქველმოქმედი იყო. გაიხსენეთ 2006 წელი, როდესაც ბაფეტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ქველმოქმედებაში. დაახლოებით 31 მილიარდი დოლარი მან ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს მიაბარა. ამ დიდი ნაბიჯით მან როგორც ამერიკის, ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ქველმოქმედებაში.



image


ბაფეტი პირველად 1962 წელს შევიდა მილიონერების სიაში, საიდანაც არასოდეს აღარ გამოსულა. მისი პირველი ქონება შეადგენდა 1 მილიონ 250 000 დოლარს.


image


რაც შეეხება კითხვაზე - თუ როგორ ახერხებს უორენ ბაფეტი ასაკის და მიუხედავად ენერგიულად ცხოვრებას, ის ღიმილით პასუხობს: "კოკა-კოლა"! დღესი 4 ქილას ვსვამ, ის ჩემი ახალგაზრდობის ელექსირია"...


image


კოკა-კოლის გარდა, უორენ ბაფეტს ძალიან მოსწონს ჩიფსი. რაც შეეხება ჩიფსის ბრენდს, ის უპირატესობას Utz-ის მარკას ანიჭებს. უკანასკნელი ინფორმაციით, ბაფეტს ამ კომპანიის შეძენაც სურს.


image


რაც შეეხება ბაფეტის კარიერულ წინსვლას თუ შევაჯამებთ, ის 1951-54 წლებში იყო კომპანია Buffett-Falk-ის ინვესტიციების გამყიდველი ომაჰაში. 1954 – 1956 წლებში Graham-Newman კორპორაციის უსაფრთხოების ანალიტიკოსი ნიუ იორკში. 1957–1969 წლებში შპს. Buffett Partnership-ის უმთავრესი პარტნიორი კვლავ ომაჰაში და ბოლოს 1970 წლიდან დღემდე კი ბაფეტი არის Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე ომაჰაში.


image


უორენ ბაფეტს ჰყავს 3 შვილი: სუზი, ჰოვარდი და პიტერი. 2004 წელს გარდაიცვალა სუზან ბაფეტი, რომელთან ერთადაც ბაფეტი აღარ ცხოვრობდა. მათი ქალიშვილი სუზი ცხოვრობს ომაჰაში და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას სუზან ბაფეტის ფონდის სახელით და არის Girls, Inc-ის ეროვნული საბჭოს წევრი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა.


image


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}


1. რას ჰყვება მამაკაცი 2028 წლის შესახებ, რომელმაც დროში იმოგზაურა!

2. 38 წლის მერიემს, უკვე 38 შვილი ჰყავს!

3. მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი დეკორატიული 12 ჩანჩქერი

4. 4 შოკისმომგვრელი დეტალი, რომელიც ფოტოებს მიღმა იმალება!

5. 7 სასაფლაო, სადაც გიგანტების ჩონჩხები აღმოაჩინეს!

0
709
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0