x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
კახა კალაძე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

image
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) თავმჯდომარე ლიუ იანზონგს შეხვდა, რომელიც თბილისს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სტუმრობს.


შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციისა (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა და 36 ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0