x
image
Culture Express
რატომ თქვა "ნატვრის ხეში" მარიტას როლის შესრულებაზე უარი ია ნინიძემ - ის რაც აქამდე არ იცოდით
image ია ნინიძე იმ მსახიობების რიცხვს მიეკუთვნება, რომლემაც არაერთი საინტერესო როლი შეასრულეს კინოში, გარეგნული მსგავსების გამო ის აღიარებული იყო, როგორც "საბჭოელების ოდრი ჰეპბერნი".. თუმცა ბევრისთვის უცობია, რომ როდესაც თენგიზ აბულაძე "ნატვრის ხეს" იღებდა უნდოდა, რომ მთავარი როლი მარიტა ია ნინიძეს ეთამაშა..


ია ნინიძე ფილმიდან "ციური მერცხლები" " გენიალურ თენგიზ აბულაძეს უნდოდა, რომ მე მეთამაშა მარიტა "ნატვრის ხეში" როცა სხვადასხვა ფილმებზე ვმუშაობდი კინოსტუდიაში ის სულ მხედავდა, მე 7 წლიდან ფილმებში მიღებდნენ "არ დაიდარდო", "ვერის უბნის მელოდიები" და ა.შ და მახსოვს 14 წლის ვიყავი, როცა კინოსტუდიაში მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე ეხლა ვიღებ ფილმ "ნატვრის ხეს" და მე მინდა შენ იყო მარიტა, მე იმ პერიოდში მიღებდნენ, უკვე დამტკიცებული ვიყავი ლენინგრადში "ლენფილმში" (კინოსტუდია) ფილმზე "ციური მერცხლები" მთავარ როლზე და თენგიზ აბულაძეს ვუთხარი უარი, მე დამატკიცეს უკვე ამ ფილზე მეთქი, ბავშვურად ვიფიქრე, არ მქონდა იმის ეშმაკობა, რომ შეიძლება ერთდროულად ორ ფილმში ითამაშო, ეს ეწყინა, შეტრიალდა და მთელი 10 წელი არ მესამებოდა.. მე ვფიქრობ რაც ხდება ის არის სწორი და ასეც უნდა მოხდეს, ეს როლი უნდა ეთამაშა ლიკა ქავჟარაძეს, რომელიც ჩემთვის არის ფრესკა, ხელშეუხებელი სილამაზე, მე უნდა მეთამაშა ის როლი რაც ვითამაშე და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.." - იხსენებს ია ნინიძე

ლიკა ქავჟარაძე ფილმიდან "ნატვრის ხე" 1976 წელი

image
image
ამგვარად, თოთხმეტი წლის ია ნინიძე გადაიღეს ფილმში "ციური მერცხლები", რომელსაც უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ამის შემდეგ მსახიობმა სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ბონდერჩუკისა და სკობცევას სახელოსნოში.


კადრი ფილმიდან "ციური მერცხლები"

image

წლების შემდეგ თენგიზ აბულაძემ ია ნინიძე სპექტაკლში ნახა, მოიხიბლა მისი შესრულებით და ფილმზე "მონანიება" ერთ-ერთი მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვია. ია ნინიძემ ფილმში გამორჩეული სახე შექმნა.

კადრი ფილმიდან "მონანიება"

image როგორც ია ნინიძე ამბობს, მისთვის შესრულებული ყველა როლი ძვირფასია და ბედნიერია რადგან უდიდეს რეჟისორებთან უმუშავია თავისი კარერის მანძილზე.

image


0
4194
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
4194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0