x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დროა მოვიხსნათ ნიღაბი: ჯულია რობერტსმა გააუქმა ინსტაგრამზე აკაუნტი და სენსაციური გზავნილი გამოაქვეყნა


image

ცოტა ხნის წინ ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სენსაციური განცხადება. რობერტსი მოუწოდებს ყველა ქალს უარი თქვას სილამაზისადმი მანიაკალურ სწრაფვაზე და კონცენტრირება მოახდინონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

image

ჯულია რობერტსი:

„სრულფასოვნება - ეს ბევრი ერის ავადმყოფობაა. ჩვენ ვფარავთ ჩვენს სახეს მაკიაჟის ტონებით. ჩვენ რეგულარულად ვიჩხვლეტთ ბოტოქსს და ვშიმშილობთ, რათა მივაღწიოთ „იდეალურ ზომას“. ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ ის, რაც სრულიად არ საჭიროებს ამას. ხოლო ის რაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, რჩება ჩვენი ყურადღების გარეშე.

იცით რა არის ეს?

ეს ჩვენი სულია. სული, რომელიც საჭიროებს სიფრთხილით ზრუნვას და მოვლას. მოვიდა ამის გაკეთების დრო. თქვით გულახდილად, როგორ შეგიძლიათ ელოდოთ, რომ თქვენ ვიღაც შეგიყვარებთ, თუკი თქვენ თვითონ არ გიყვართ თქვენი თავი? გარეგნობის გადაღებვით ნუთუ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი თავის? არა. მე მინდა, რომ თქვენ ნათლად გაიგოთ: არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურები გარედან, თუკი შენ შიგნით აბსოლიტურად ცარიელი ხარ.

image

დღეს მე მინდა განვუცხადო ყველას: მე მეტს არ შევურიგდები მაკიაჟს. მე არ მინდა ვატარო მაკიაჟი, რადგან მე დავიღალე სხვისი სახის ტარებით. დადგა დრო გადავაგდო ნიღაბი. მე ვიცი, რომ მე მაქვს ნაოჭები, მაგრამ მე მინდა ისინი დავინახო. ეს ხომ მე ვარ - ნამდვილი. მე მინდა, რომ თქვენ მიმიღოთ ისეთი, როგორიც მე ვარ.

თქვენ იცით, რომ ხელოვნური ესთეტიკა განაგებს მსოფლიოს, გვამყოფებს რა ჩვენ გარეგნობის შესახებ ჩვენი ილუზიების ტყვეობაში. იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ და მივყვეთ ჩვენს ბუნებრიობას, ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ სილამაზის ის კანონები, რომლებიც ჩვენ თავს მოგვახვიეს.

მაგრამ იცით რა?

მე დავიღალე ამისგან. და მე ვეუბნები ჩემს თავს: შეჩერდი. მე მოგიწოდებთ თქვენ ყველას შეჩერდეთ და გაიხსენოთ, ვის წარმოადგენთ სინამდვილეში, რა გინდათ სინამდვილეში, გაიხსენოთ ვინ ხართ თქვენ.

არავის არასოდეს არ შეუძლია 100%-ით შეესაბამებოდეს სილამაზის კრიტერიუმებს. გარეგნული შესახედაობა - უკანასკნელია, რაც უნდა ფასდებოდეს ადამიანში. ყველაფერს, რასაც მნიშვნელობა აქვს - ეს სულია. დაიმახსოვრეთ ეს ყოველთვის“

image

0
753
8-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0