x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
image

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან.


შეხვედრაზე თურქეთის მინისტრმა დიდი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ჩატარებას და საქართველოს პირველ ვიცე პრემიერს მისი წარმატებული ორგანიზება მიულოცა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.



გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და მათ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0