x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დავით ჩავლეიშვილი: შეკრების განმავლობაში ბიჭებს უკეთ გავიცნობთ
image

უმცროსი ბორჯღალოსნები გაისად პოლონეთში გასამართი 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და 28 ნოემბრიდან "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პირველ შეკრებაზე შევიდნენ.


„შეკრების განმავლობაში ბიჭებს უკეთ გავიცნობთ, ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათ ჩვენს მიზნებსა და გეგმებს გავაცნობთ. გარდა ამისა, ვიმუშავებთ ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად." - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს წელს პოლონეთი, 23 მარტიდან 1 აპრილამდე უმასპინძლებს და მასში მხოლოდ ევროპული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, შარშანდელის შემდეგ 18-წლამდელთა ევროპის ღია ჩემპიონატზე თამაშში უარი იაპონიამ, კანადამ და აშშ-ს ნაკრებებმა თქვეს და ტურნირს ძლიერი ქვეყნებიდან კვლავ მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.



18-წლამდელების გაფართოებული შემადგენლობა: ნიკა სომხიშვილი (არმია), გიორგი ქიმუცაძე (აია), დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი), საბა კურატიშვილი (არმაზი), ვანო კარკაძე (აია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ნიკა ფიროსმანიშვილი (თბილისი), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), დავით გვიდიანი (აია), ლუკა მუჩიაშვილი (ვეფხვები), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (აია), ნიკა ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), გიგა კობახიძე (ბაგრატი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), დავით გობეჯიშვილი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია), ლაშა ლომიძე (აია), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ბართლომე კალაძე (იუნკერები), სანდრო დვალი (ლოკომოტივი), ზუკა მინდიაშვილი (აკადემია), ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), ზურა ქავთარაძე (ხარები), გოჩა ჩანადირი (არმაზი), გიორგი მიქანაძე (არმია), დავით გასვიანი (აია), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), დავით ცაგარეიშვილი (ლელო-სარასენსი).


მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილიimage


0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0