x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76239
  • ვიდეო:328891
  • სურათი:432447
ყველაზე მცირე ავტომობილები საბჭოთა კავშირიდან,რომელიც ფართო მომხმარებლისთვის უცნობი დარჩა

1)НАМИ-А50 «Белка»-1955 წელს, როდესაც იტალიელებმა დაიწყეს საკუთარი მცირელიტრაჟიანი ავტომობილის Isetta -ს დამზადება, საბჭოთა კავშირმაც პარალელურად დაიწყო საკუთარი პაწია ავტომობილების შექმნა, საკმაოდ ლამაზი დიზაინით, კომბინირებულ ფერებში, ავტომობილი ოთხ კაცზე იყო გათვალისწინებული.

image


ავტომობილს 700 კბ. მოცულობის მოტოციკლ М-72 -ის 24 ც.ძ-იანი ძრავა ედგა «Москвич-401"-ის სამსაფეხურიანი ტრანმისიით, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატესტო გამოცდები, შეიქმნა ღია ვარიანტიც სოფლის მაცხოვრებლებისთვის.

imageქარხანა აპირებდა 20 000 НАМИ-ს გამოშვებას, თუმცა დამატებითი გაგრილების მიუხედავად, მოტორი ხშირად იწვებოდა გადახურებისგან, ამასთანავე რთული ძარის გამო საბჭოთა საავტომობილო მრეწველობამ საბოლოოდ უარი თქვა მის წარმოებაზე, არჩევანი შეაჩერეს Москвич-444-ზე, რომელიც Fiat 600-ის ზეგავლენით შეიქმნა.

image


2)нами 031-სიმპატიური ორკარიანი სედანი, დამზადებული 1957 წელს, რომელიც ინვალიდებისთვის გათვალიწინებული С1Л-ი ტიპის მოტოეტლის შემცვლელი უნდა ყოფილიყო, მოკლედ სერიულ წამოებაში ვერ ჩაეშვა, უფრო სწორად მინაპლასტიკისგან გაკეთებული ძარის გამო.

image


4)ГАЗ-18-ორადგილიანი მცირელიტრაჟიანი ავტომობილი, რომელიც გორკის ავტოქარხანაში შემუშავდა 1955-58 წლებში, ავტომობილის ინვალიდებისთვის იყო გათვალისიწინებული, ავტომატური ტრანსმისიით!თუმცა სერიული წარმოება არ შედგა, სამაგიეროდ ГАЗ-18-სგან "ვოლგა"-ГАЗ-21-ს ერგო დიზაინის შტრიხები და სამსაფეხურიანი ტრანსმისია.

image


5)смз-нами-086 «спутник»-კიდევ ერთი ავტომობილი შმმ პირებისთვის და ალბათ ყველაზე ლამაზი დიზაინით, საკმაოდ პროგრესული 1962 წლისათვის, ზემოთ აღნიშნული ГАЗ-18-ის ძრავით(18.ც.ძ.)პირველად საბჭოთა კავშირში ავტომობილი აღჭურვილი იყო ტრავმის საწინააღმდეგო საჭით, საბოლოოდ მისი მასიურ წარმოებაზე უარი თქვეს არარენტაბელობის გამო.

image

6) вниитэ макси-კონსტრუქტორმა დოლმატოვმა რომელმაც 50-იან წლებში შექმნა НАМИ-А50 «Белка, "ზაპოროჟეცთან" ბრძოლა წააგო, 1967 წელს კიდევ ერთი ავტომობილი შესთავაზა ავტომრეწველობას, საკმაოდ კარგი დიზაინით, ფართო სალონით, ხოლო ავტომობილში სავარძლები შმმ პირებისთვის სურვილისამებრ ტრიალებდა.დიზაინერმა კარგა ხანს უკაკუნა კარზე საბჭოთა ავტომრეწველობის ჩამყაყებულ ჩინოვნიკებს, თუმცა უშედეგოდ.

image

7)ваз-э1101- ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ჯერ კიდევ არ იყო ტოლიატში უზარმაზარი ქარხნის მშენებელობა დამთავრებული, სადაც Fiat-124, -ის პროტოტიპის წარმოება, ваз-2101 უნდა დაწყებულიყო, როდესაც კონსტურქტორებმა ваз-э1101-ი შექმნეს, იგი უფრო ეკონომიური უნდა ყოფილიყო, ავტომობილს მომენტალურად შეარქვეს "ჩებურაშკა", ცნობილი საბჭოთა მულტფილმის პერსონაჟის სახელი.

image


8)1972 წელს კიდევ ერთი პროტოტიპი შეიქმნა, რომელიც "ნივას" მოგვაგონებს, 50 ც.ძ. ძრავით და ოთხსაფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიით.

image


9)«Ладога»- ავტოვაზმა, 1976 წელს კიდევ ერთი ავტომობილი შესთავაზა ავტომრეწველობას შმმ პირებისთვის და ძალიან ახლოსაც იყო სერიულ წარმოებაშიც ჩაშვებულიყო, თუმცა იმ მომენტში კომისიამ მაინც ЗАЗ-ის "Таврия" არჩია, რომელიც 11 წლის დაგვიანებით გამოვიდა.

image


10)нами-0288 компакт-იური დოლმატოვმა საოცრად პროგრესული და ფუტურისტული დიზაინის ავტომობილი შესთავაზა ავტომრეწველობას 1987 წელს, ასეთი დიზაინის ავტომობილები გზებზე მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა როგორც ყოველთვის, იგი კვლავ უარით გამოისტუმრეს.

image


0
351
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0