x
image
ლევანი სიჭინავა
უცნობი მოთხრობა რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს( ემოციური ამბავი)
image
წარმოიდგინეთ რომ ცხოვრობთ ისეთ რეალობაში სადაც ყოველი თქვენს მიერ ნათქვამი ტყუილი თქვენსავე სხეულზე ნაიარევს აჩენს. რაც უფრო დიდია ტყუილი მით უფრო დიდია ნაიარევი. ერთ დღესაც თქვენ ხვდებით ადამიანს რომელსაც მხოლოდ ერთი ნაიარევი აქვს სხეულზე, მაგრამ ის ყველაზე დიდი რაც კი ოდესმე გინახავთ.

ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, კეთილი და პატიოსანი. მისნაირს არავის შევხვერილვარ და არც ვფიქრობ რომ მოვაალში მისნარი ვინმე გამოჩნდება. ისეთი ადამიანი როგორიც ჯოა, იშვიათოვაა, ალბათ ცხოვრებაში ერთხელ შეგხვდება, ისიც თუ გაგიმართლა.

თითქმის ყველას ვისაც კი შევხვედრილვარ, სხეული დაფარული ქონდა პატარა ძაფისებრი ნაირევებით . იგი ყველას აქვს, ზოგს უფრო მეტი აქვს, რომლებც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო გაიხსნას . ადამიანები იტყუებიან, ცხოვრება ასეთია. ზოგჯერ ნაიარევები ერთგვარი გაკვეთილია დაფიქრდე სანამ ლაპარაკს დაიწყებ. ყოველთვის მინდოდა ჯარში მემსახურა და ჩემს თავს დიდი იარა გავუჩინე იმის თქმით რომ მე შევიცვლებოდი, რომ ჩემი მშობლები ჩემით იამაყებდნენ, მაგრამ ეს ტყუილი იყო მე ჩემი თავის არ მჯეროდა.

სიმართლე გითხრათ ჯარში იმიტომ წავედი რომ სხვა არაფერი დამრჩენოდა, ჩემი თავი საბოლოო განადგურებისგან ვიხსენი . გარგად გაწვრთნილ ჯარისკაცებთანაც კი მოვახერხე მგლებს შორის მშიშარა მელა ვყოფილიყავი, ყველანაირი იმედი გადამეწორა, ნუთუ ასე გაგრძელდება ჩემთვის ცხოვრება, მაგრამ მე შევხვდი ინსტრუქტორ ჯოს.


მე ყველაზე მეტი ნაიარევი მქონდა სხეულზე, წარსულში ნათქვამი უამრავი ტყუილების გამო, რითაც სხვა ჯარისკაცების მცირედი ნდობა მოვიპოვე. რაც შეეხება ჯოს, მას ყველა ცივად ექცეოდა ვინაიდან მას არ გააჩნდა ის ტიპიური ნაირევები რაც ყველას გვქნოდა. არანაირი ნაიარევი ხელზე, კისერზე, მკლავზე, არც სახეზე . ერთი შეხედვიდაც იფიქრებდით რომ დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი ადამიანი იყო. ადამიანი 30 წელს გადაცილებული და ნაიარევის გარეშე? ეს რაღაც ზღაპარია.

ჯო შემდეგი კვირიდან ყველას შეუყვარდა, ყველას უნდოდა მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა და დამეგობრებოდა, ის ხომ უნაკლო ადამიანი იყო.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყოველი ჩვენგანი ჯოს სამაგალითო ზღაპრულ ადმიანად მიიჩნევდა რომელსაც ყველა უნდა დამსგავსებოდა, ყოველ შემთხვევაში ყველა ამ აზრზე ვიყავით სანამ ჯომ ერთ-ერთ წვრთნაზე მაისური არ გაიხადა. ჩვენ დავინახეთ ისეთი რამ, რაც აქამდე არასოდეს გვენახა, საზიზღარი, უმახინჯესი რამ. მხრებიდან დაწყებული ნეკნებამდე დამთავრებული უზარმაზარი იარა რომელიც უზარმაზარ დანით მიყნებულ ღია ჭრილობას გავდა. თითქოს ახლახანს დაეწყო შეხორცება.

ეს ნაიარევი მხოლოდ ერთი ტყუილისგან იყო გაჩენილი, ერთი და იგივე ტყუილი რომელიც იარას უფრო და უფრო, ძვლებამდე აღრმავებდა, მაგრამ რამდენჯერ უნდა გეთქვა ერთი და იგივე ტყუილი ასეთი საზიზღარი რამ, რომ გაგეჩინა საკუთარ სხეულზე .

ჯო თითქმის არ საუბრობდა, ბრძანებებს, შენიშვნებს იძლეოდა და ამავდროულად სახეზე ღიმილი დასთამშებდა. ცდილობდა ყოველთვის პოზიტიური დარჩენილიყო, მაგრამ ის იარა, ის იარა, რომელზეც ყველა ფიქრობდა . რა ბნელ საიდუმლოს მალავდა ჯო, ვინ შეიძლება ასეთი ტყული თქვას.

ერთ დღეს წვრთნას ვატარებდით ნამდვილი იარაღებით, რომელიც უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და ათასჯერ გაგვიკეთებია. ერთ-ერთი ჩვენი ჯარიკსაცი მეგობარი რომელიც რატომღაც უყურადღებოდ იქცეოდა თითქოს საქმე სათამაშო იარაღებთან გქონდა. რაღაც მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო ტყვია გავარადა იმ მიმართულებით საითაც არ უნდა გავარდნილიყო და ჩვენს მეგობარს მოხვდა. ყველანი გავშეშდით, შოკირებული ვუყურებდით როგორ დაეცა მუხლებზე იგი. საშინელი სანახაობა რომელიც არ დამავიწყდება. თითქოს ჯერ კიდევ ვერ მივხვდით რა მოხდა. ის ის იყო უნდა დაცემულიყო რომ ჯომ დაიჭირა, ყველაფერი ნამდვილ ომის ველს დაემსგავსა შეუწყვეტელი შეძახეილებით '' ექიმი, ექიმი ჩქარა'', '' პირველადი დახმარების ყუთი მომაწოდე'' . ხალხი ისე დარბოდა თითქოს აზრი ქონდა .

იქვე ვიდექი როდესაც გავიგე რომ უკვე აზრი არ ქონდა და ბიჭი ვერ გადარჩებოდა. იქვე ვიჯექი იარაღით ხელში რომელიც რატომღაც დამძიმდა, ვუყურებდი ჯოს როგორ არ ნებდებოდა, ჭრილობაზე აწვებოდა სისხლი კი მაინც ონკანივით ასხამდა. უეცრად საოცარ სანახაობას შევესწარი, როგორ იმეორებდა ჯო ერთი და იგივე სიტყვებს, ტანზე კი იარა უფრო და უფრო უღრმავდებოდა .

'' არ დაგვტოვო, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება ჯარისკაცო ''

'' შენ კარგად იქნები, შენ კარად იქნები, შენ კარგად იქნები''


0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0