x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქართული კინოს სხვა ვარსკვლავები

image

ქართული კინოს მშვენებათა ხსენებაზე უმალ ყველას მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა, მედეა ჩახავა და სხვა ცნობილი ქალი მსახიობები წარმოუდგებათ თვალწინ. ამ სტატიაში სულ სულ სხვა ვარსკვლავებზე გვექნება საუბარი. ზოგიერთი მათგანი სულ თითებზე ჩამოსათვლელ ფილმებში მონაწილეობდა, მაგრამ მაინც განუმეორებელი სახე შექმნეს ქართულ კინემატოგრაფიაში და მიუხედავად როლთა სიმცირისა, მათაც თამამად შეგვიძლია ქართული კინოს ვარსკვლავები ვუწოდოთ.




image


ალბათ ყველას ახსოვს ლამაზი გოგონა ფილმიდან “სერენადა". ეს გოგონა ლალი ხაბაზაშვილია.


image

სერენადას გარდა ლალი ასევევ გადაღებულია ფილმებში: “დიდედები და შვილიშვილები"-იანო, “ალოობა"-ნაზო, და “აბესალომ და ეთერი"-ეთერი.

imageimageმსახიობობის გარდა ლალი ბალეტსაც ცეკვავდა, თუმცა საყვარელი ადამიანის გამო კარიერაზე უარი თქვა და ყველაფერი მიატოვა. ლალი ხაბაზაშვილი 2017 წლის იანვარში 65 წლის ასაკშ გარდაიცვალა.


დინარა ჟორჟოლიანის ხსენებაზე უმალ ყველას ოთარაანთ ქვრივში მის მიერ შესრულებული თავადის ქალის კესოს სახე დაუდგება თვალწინ, მაგრამ ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ დინარა ცნობილი მსახიობის სანდრო ჟორჟოლიანის ქალიშვილია.

imageimage
“ოთარაანთ ქვრივის გარდა" დინარამ კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, ესენია: “პიერი მილიციის თანამშრომელი"-თინა, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი"-თამარი, “ერთი მოთხრობის ფინალი" და “მე დავბრუნდები".

imageimageდინარას სილამაზით ვერიკო ანჯაფარიძე აღფრთოვანებული იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ დინარამ უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა, სადოქტორო ხარისხი დაიცვა და კათედრის გამგედ მუშაობდა კარგა ხანს. 1990 წელს აშშ-ში გაემგზავრა და ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში ასწავლის რუსულ ენასა და ლინგვისტიკას.


მანანა აბაზაძე მაყურებელმა მერის როლით გაიცნო ფილმიდან “მე ბებია, ილიკო და ილარიონი". მანანა დედით რუსია, 9 წლამდე რუსეთში იზრდებოდა და ქართული თითქმის არ იცოდა. როცა ფილმისთვის შეარჩიეს 12 წლის იყო . თენგიზ აბულაძემ ყველას აუკრძალა თურმე მასთან რუსულად საუბარი და მართლაც 2 წელიწადში მანანა უკვე ქართულად ლაპარაკობდა.

image

რამდენიმე წლის შიმდეგ მანანამ ეკას როლი შეასრულა ფილმში “მაცი ხვიტია". ბოლო კინო-როლი კი იყო ფილმში-“უსახელო უფლისციხელი" imageimage
თინათინ ვარდანაშვილმაც სულ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა: “როცა აყვავდა ნუში"-ხათუნა, “ჩარი რამა"-ნელი და “მშობლიურო ჩემო მიწავ", რომელშიც ეპიზოდური როლი შეასრულა. მაყურებელს კი დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული კინო გმირები. მშვენიერ ქალბატონს ტკივილიანი ცხოვრება ჰქონდა, 16 წლის ქალიშვილი ავარიაში დაეღუპა და თითქმის 14 წელი დეპრესიით იტანჯებოდა.თინათინ ვარდანაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.imageimage

პროფესიით გერმანისტმა და ლექტორმა ნანა ყიფიანმა მარეხის როლი შეასრულა ფილმ-ოპერაში “აბესალომ და ეთერი" და მათავარი გმირი მარო განასახიერა ასევე ფილმ-ოპერაში “დაისი." მიუხედავად მის მიერ შესრულებული კინო როლების სიმცირისა, ნანა ყიფიანმა შთამბეჭდავი სახეები შექმნა, რომელთა სილამაზე და ქალურობა მაყურებელს დღესაც აღაფრთოვანებს.

imageimageimageimage



ვის არ ახსოვს წითურთმიანი სიფრიფანა გოგონა ფილმებიდან “მხიარული რომანი" და “მოიტაცეს თამარ ქალი". ხათუნა კოტრიკაძის, როგორც მსახიობის დებიუტი 1971 წელს შედგა ფილმში “მეთხუთმეტე გაზაფხული", თუმცა “მხიარული რომანი" მისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.მიუხედავად წარმატებული კინო-როლებისა, ხათუნას კინო-კარიერა ვერ შედგა. იგი ადრე გათხოვდა და როგორც ამბობენ მეუღლის ეჭვიანობის გამო მსახიობობას თავი დაანება.

imageimageimage


მაყურებელს დღესაც ახსოვს ციცინო ციციშვილის მიერ განსახიერებული დეიდა ნატო ფილმში “სხვისი შვილები". ციცინო ციციშვილი 1936 წელს დაიბადა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ნატოს როლზე მიიწვია. მოგვიანებით ციცინომ დაფინოს როლი შეასრულა ფილმში “ერთი ცის ქვეშ", 1981 წელს კი ია განასახიერა ფილმში “ცხელი ზაფხულის 3 დღე".

imageimageimage


მართლაც ძნელია ერთ სტატიაში ყველა იმ ქალბატონზე ისაუბრო, რომელთაც თავისი კვალი დატოვეს ქართულ კინემატოგრაფიაში. და მიუხედავად მათ მიერ შესრულებული როლების სიმცირისა, ვფიქრობ, ნამდვილად დაიმსახურეს, რომ ქართული კინოს ვარსკვლავებად იხსენიებოდნენ.

0
1037
5-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1037
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0