x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ გავაწყოთ 2018 წლის სუფრა? - ასტროლოგების რჩევები


image

ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა ახალი წლის სუფრაა, ამ დღის განწყობა ხომ შესაძლოა მთელი წელი გაგვყვეს. როგორც უკვე ვიცით, 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელი იქნება. უამრავი დიასახლისი გარდა გემრიელი კერძების კეთებისა, ზრუნავს საახალწლო სუფრის ისე გაწყობაზე, რომ აღმოსავლური კალენდრის გმირს ასიამოვნოს, რათა ისიც მოწყალე იყოს ოჯახის მიმართ.

მომავალი წელი გვპირდება იყოს იღბლიანი და ნათელი, ძაღლი ხომ განსაკუთრებით მეგობრულობითა და ერთგულებით გამოირჩევა.

ძაღლისთვის, როგორც ამ წლის მთავარი მოვლენისთვის, მნიშვნელოვანია თავისი სტიქიის, ანუ მიწის სტიქიის ფერები - ყვითელი, ატმისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ხორცისფერი.


სიტუაცია სახლში უნდა იყოს თბილი, კომფორტული და წყნარი, შეეცადეთ ეკოლოგიურ სტილში მოაწყოთ სახლში, მაქსიმალურად სუფთად, აკურატულად და სადად. გამოიყენეთ ნატურალური ნივთები. ეცადეთ ასმიამოვნოთ ძაღლს და ისიც ვალში არ დაგრჩებათ.

მაგიდაზე აუცილებლად დააწყვეთ სანთლები. ცეცხლი სითბოსთან ასოცირდება და ქმნის სადღესასწაულო განწყობას. შეეცადეთ სანთლები იყოს ღია ან ნეიტრალურ ფერებში.

ძაღლი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იცავს ფულს ქურდებისგან და არასასურველი დანახარჯებისგან, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ყვითელ მონეტას დადებთ ყოველი თეფშის ქვეშ. ხოლო ვერცხლისფერი მონეტები მაგიდის კუთხეებში დადეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხოველი უფრო მეტად სწყალობს უბრალოებას, ვიდრე პომპეზურობას.

რა თქმა უნდა, სუფრაზე უნდა იყოს ბევრი კერძი, ვინაიდან და რადგანაც, ძაღლებს ძალიან უყვართ ჭამა. სასურველია, მაგიდაზე დადოთ მთლიანი შემწვარი ქათამი, ხოლო სალათები მორთოთ ისე, რომ ძაღლის იერსახე მიიღოს.

ასევე, არ დაგავიწყდეთ დადოთ ძაღლის პატარ-პატარა ფიგურები. სალფეთქებიც გამოიყენეთ ყვითელი ან სხვა ღია ფერის. გახსოვდეთ, 2018 წელი იქნება ისეთი, როგორი განწყობითაც მას შეეგებებით.

0
6581
3-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
6581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0