x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
განსაკუთრებულად ეფექტური საშუალება მტვრისა და ლაქების წინააღმდეგ
image

გსმენიათ ასეთი გამოთქმა? „გულშემატკივრების ჩამოშორება ისეთივე რთულია, როგორც ფორტეპიანოზე არსებული მტვერის მოცილება. გაასუფთავებთ მას და სულ მცირე დროში მტვერი კვლავ დაგროვდება."


ბევრი ჩვენგანი პერიოდულად კითხულობს - როგორ უნდა შევინარჩუნოთ სისუფთავე და წესრიგი სახლში ნაკლები ძალისხმევით, რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი ქიმიური ნივთიერებების გარეშე?


სტატიაში შემოგთავაზებთ მეთოდს, ცდით თუ არა მას, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ამ მეთოდს გამოიყენებთ მტვერი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში დაგტოვებთ ვიდრე ჩვეულებრივი და ყველასთვის ნაცნობი მეთოდის გამოყენებით.



ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების შეძენა როგორც ინტერნეტით ასევე ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძელებელი.


მწარმოებლები გვთავაზობენ განუმეორებელ ეფექტს, რომლის მიღწევაც ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით და მიხვდით ეს გულახდილი და სინამდვილესთან მიახლოებული შემოთავაზებაა თუ არა? მაგრამ არსებობს ალტერნატიული საშუალება, რომელიც არაფრით ჩამოუარდება ძვირადღირებულ საწმენდ საშუალებებს და მეტიც ბევრად უკეთესია მათზე.


ამ კონკრეტული საშუალებით რომელსაც ლიმონიან ნაჭერს უწოდებენ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ბევრად უფრო იდეალური შედეგი ვიდრე სხვა დანარჩენი ძვირადღირებული საწმენდი საშუალებებით იღებთ.



ჩვენ მთლიანობაში უნდა მივიღოთ სპეციალური მასა.


1. აიღეთ ლიმონის შედარებით დიდი ნაჭერი, დაჭერით რგოლებად და დაასხით მას 7 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
2. მოათავსეთ შუშის პატარა ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.
3. მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავა, ქილაში აუცილებლად უნდა დაამატოთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი შემდეგ უნდა აურიოთ ერთმანეთში მთლიანი მასა.
4. აიღეთ 1 ან ორი რბილი ქსოვილი და დაიტანეთ მასზე მიღებული მასა.
5. შემდეგ გაწურეთ და გააშრეთ.


გაშრობის შემდგომ თქვენ მიიღებთ მტვრის საწინააღმდეგო იდეალური საშუალებას, რომლითაც შეძლებთ შეუნარჩუნოთ ავეჯს და სხვა ნივთებს იდეალური, სუფთა ზედაპირი.

0
565
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0