x
image
კატაპულტი
ისევ ემუქრება თუ არა გორის რაიონს დატბორვის საშიშროება?

image

გორის რაიონს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა წლების განმავლობაში.საქმე ის გახლავთ, რომ ქალაქ გორიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრში მდებარეობს ზონკარის წყალსაცავი, რომელიც სერიოზულად იყო დაზიანებული და არსებობდა საშიშროება, რომ კაშხალი გარღვეულიყო და წაელეკა როგორც ოსური, ასევე ქართული სოფლებიც.სავარაუდოდ, წყლის ნაკადი ქალაქ გორსაც დატბორავდა.

image

ზონკარის წყალსაცავი 1973 წელს აშენდა და გამოიყენება როგორც საირიგაციო და სამელიორაციო თვალსაზრისით, ასევე სასმელი წყლისათვის ქალაქ გორის და მის მიმდებარე სოფლებისათვის.წყლის ზედაპირის ფართობი 1, 4კმ²-ა, წყლის საერთო მოცულობა კი 40 000მ³.კაშხლის სიმაღლე 78 მეტრია, წყალსაცავში წყლის ნორმალური დონეა 30 მეტრამდე.

კაშხლის გამონგრევის საშიშროება იყო 2009 წელს, როდესაც გამშვები ფარები გაიჭედა და წყალსაცავი ბოლომდე გადაივსო.ექსპერტების თქმით, კატასტროფის შემთხვევაში პატარა ლიახვის ხეობაში 10 მეტრამდე სიმაღლის ტალღა წარმოიქმნებოდა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ოსურ და ქართულ სოფლებს:ვანათს, დმენისს, ქვემო ხონკარს, სათიხარს, ხელჩუას, ბელოთს, საცხენეთს, კოხათს, ფრისს, ერედვს, ქსუისს, დიცს, მერეთს, არბოს, კარბს, ტყვიავს, ქიწნისს და ა.შ. წყლის ნაკადი საბოლოოდ დაარტყავდა ქალაქ გორს და დაიტბორებოდა.საბედნიეროდ, ოსურმა მხარემ მოახერმა ამწეების საშუალებით ფარების გახსნა და საფრთხე აცილებულ იქნა, თუმცა მხოლოდ ფარების გაჭედვა არ ყოფილა ზონკარის წყალსაცავის პრობლემა.რაჭაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა სერიოზულად დააზიანა კაშხალი, მას ბზარი გაუჩნდა.პირველი ასეთი ბზარი 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ შენიშნეს, როდესაც ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო.ამას დაემატა 2006 და 2009 წლების მიწისძვრები და ბუნებრივია კაშხლის მდგომარეობა უფრო დამძიმდა – კაშხალზე არსებული ბზარიდან წყალმა დენა დაიწყო და იყო საფრთხე, რომ გამოენგრია ის.

2013 წელს ოსური და ქართული მხარის შეთანხმებით, წყალსაცავზე გარკვეული ტიპის სამუშაოები ჩატარდა და როგორც ექსპერტებმა შემდეგ განაცხადეს, საშიშროება მოხსნილი იყო, თუმცა 2016 წელს ოსური მხარე იტყობინებოდა, რომ ზონკარის წყალსაცავზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას გეგმავდა.საინტერესოა, რამდენად დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები და ხომ არ დააზიანებს აღნიშნული მშენებლობა ხელმეორედ კაშხალს?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

10 ცნობილი ქართველი, რომელიც გორში დაიბადა

შიდა ქართლი საფრთხეშია

გადმოასვენებენ თუ არა სტალინის ნეშტს გორში?

ქალაქი გორი და სტალინი

ერგნეთის ბაზრობა და მისი ავკარგიანობა საქართველოსათვის

გერის წმინდა გიორგის ეკლესია –საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია, ეს ჩვენი სიწმინდეა

გორში გიორგობის დღესასწაული მოსახლეობამ გორიჯვარზე აღნიშნა

0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0