x
image
მოზამბიკელი
"დუმილით ამ მზაკვრობას ვერ მიჩქმალავთ"-ნუგზარ სულაშვილი
საფრანგეთში მცხოვრები, ქართული დიასპორის წარმომადგენელი ნუგზარ სულაშვილი სოცილაურ ქსელში 22 ნოებერს თბილისსში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას ეხმაურება და მის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

მისი თქმით სწორედ ამ ხელისუფლების სინდისზეა უამრავი ადამიანის სიკვდილი.

ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აღიაროს, რატომ გათავისუფლდა ციხიდან ჩატაევი და როგორ მოახერხა მან საქართველოში შემოსვლა.

image


მის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ყოვლად უგათახსირებულესი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეგუება იმ ხელისუფლებას, რომელმაც სხვის ჯიბრის, ეგოისტობის და ამბიციების გამო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს არ რის დანაშაული საკუთარი ერის წინაშე, ეს არის უსასტიკესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და სწორედ ამ ხელისუფლების სინდისზეა უამრავი ადამიანის, მათ შორის უმწეო და უსუსური ბავშვების სიკვდილი ყველგან სადაც კი ჩატაევის და დუდაევის გვარი ფიგურირებს.
თქვენ ხართ სამარცხვინო მთვარობა და არ გაგაჩნიათ მორალური უფლება არსებობისა.
"გაპრავება" იმის, რომ ჩატაევი ნაციონალების აგენტი იყო, კიდევ უფრო გმატებთ უტიფრობას, რადგან ასაკენკადაც არ ღირს ეს არგუმენტი. ვის, ვის და სწორედ სააკაშვილს აგენტს ამოუქოლავდით ყველა კარს, ხელიდან რომ არ გაგეშვათ. ჩატაევი ნაცების აგენტი კი არა, სახელმწიფო უშიშროების აგენტი იყო, რომელიც გადაიბირეს ტერორისტებმა და ამისთვის იხდიდა სასჯელს.
ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას ვერც კანონის და ვერც ღმერთის წინაშე!
მოგიწევთ აღიარება იმის, თუ რატომ განთავისუფლდა ციხიდან ჩატაევი და ვისი დახმარებით დაბრუნდა საქართველოში დუდაევთან ერთად.
არც- ერთი არ შემოპარულა ქვეყნის ტერიტორიაზე. ისინი შემოვიდნენ თქვენი დახმარებით და რომ არა თურქული სპეცსამსახურების განგაში, რომელიც ცნობილი გახდა ამერიკის და ევროპის ქვეყნებისთვის, არავინ უწყის კიდევ რამდენ უბედურებას დაატრიალებდნენ ირგვლივ.
თქვენმა ასეთმა საქციელმა, სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრივი ინტერესები. რისკის ქვეშ დააყენა ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება და დუმილით ამ მზაკვრობას ვერ მიჩქმალავთ." -წერს სულაშვილი

0
108
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0