x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:"ყველაზე უკეთ იცის იმ ზვიგენების გარემო, რომლითაც არის გარშემორტყმული"
image



ცოტნე გამსახურდია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ გიორგობა დღეს დასახელებულ ტახტის მოსაყდრედ(მემკვიდრედ)მიტროპოლიტი შიო მუჯირის დასახელებას ეხმაურება და საკუთარ მოსაზრება-ანალიზს გვთავაზობს სოციალურ ქსელში.


"მეუფე შიოზედ:

პრაქტიკულად ყველაზე იდუმალი კანდიდატურაა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბანშია დაბადებულ-გაზრდილი, არასდროს ყოფილა მოვლენების ეპიცენტრში, მის სახელს არც რაიმე სკანდალი უკავშირდება, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული პოზიტივი. თუმც ჩვენში დღეს - no news, good news-ო, უთქვამთ)))



ფაქტია, რომ მოქმედმა პატრიარქმა სრულიად მოულოდნელად და საიდუმლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამას მისი ხელით, მძიმედ დაწერილი ბრძანებულება მოწმობს. სავარაუდოდ, სინოდიდან არავისთან ჰქონია კონსულტაციები. და უეცრად, გიორგობა დღეს გააჟღერა.

image

მან, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იცის იმ ზვიგენების გარემო, რომლითაც არის გარშემორტყმული. თუმც სხვას ვის უნდა დააბრალოს...


ძნელი დასაჯერებელია, გამოცდილმა ილია მეორემ არ იცოდეს, რომ შიოს დასახელება, თან ესოდენ კრიზისულ დროში ეკლესიისათვის (ციანიდის საქმე, მისი ძმისშვილის, დიმიტრის ფრთის დასუსტება და ჩამოცილება, მომძლავრებული ეპისკოპოსების ყელყელაობა), შიოსთვის განაჩენი უფრო იქნება ვიდრე რეკომენდაცია, როდესაც შიო მარტო დარჩება სინოდის წინაშე...
მაშ, რა მოხდა? ან შიოს დაძირვის შეფარულ სურვილთან გვაქვს საქმე, ან ილია მეორე ვა ბანკზე წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვს.

image

საინტერესოა, რომ რუსული განათლების გარდა შიოზე კომპრომატი ჯერ ვერ მოიძებნა. მავან ეპისკოპოსთან დაკავშირებული ფიგურები და მედიასაშუალებები აჟღერებენ ხან - ილარიონოვი იყო ჩამოსული მის დასასახელებლად და ხან - ილარიონ ალფეევიო.
ისე, ილარიონ ალფეევი, რუსული ეკლესიის საგარეო განყოფილების უფროსი, მართლაც იყო ჩამოსული 1 ნოემბერს ფორმალური მიზეზით: ილია მეორე რუსეთში დაპატიჟა. მაგრამ ეს ცდომილებები მეტყველებს, რომ არანაირი ზუსტი ინფო არა აქვთ და ეს მხოლოდ მოშურნეთა ბოდვაა ჯერჯერობით. მეორეც, არ მჯერა იმ ოდიოზური ეპისკოპოსების, რომლებიც დღემდე ფულისა და გავლენისათვის ყველაფერზე ჩუმად იყვნენ და ყველაფერს კადრულობდნენ. ახლა გაახსენდათ შიოს პრორუსულობა?!

იმავ ეპისკოპოსების შურითა და ბოღმით აღვსილ ფრაზებსა და სახეებს თუ დავაკვირდებით, ეკლესიას წინ მძიმე დღეები ელოდება. სავარაუდოდ, დაშლის პროცესები დაიწყება და არ ჩანს ფიგურა, ვინც ამას შეაჩერებს. ტიპიური ქართული სურათია. თუ ეს პროცესი შეჩერდება, ვისი დროშის ქვეშ? რომელს რა აწყობს, რუსულ ფრთას ან პროდასავლურს?

რა გვაწყობს ჩვენ - ქვეყანას და საზოგადოებას?

საფიქრალია ამ ყველაფერზე...

პ.ს. შეიძლება დღეს პასუხები არ გვაქვს, მაგრამ მათ მისაღებად ჯერ სწორად კითხვების დასმაა საჭირო.


თუმცა როგორც გაირკვა საქართველოს მომავალი პატრიარქის შერჩევის შესახებ უკვე შეათანხმეს რუსეთის სპეცსამსახურებმა ეკლესიასთან, ამის შესახებ "ქრონიკა+" ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს იტყობინებოდა:


"სპეცსამსახურებმა, რუსეთის პატრიარქ კირილის თანხმობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ადგილმონაცვლედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო (მუჯირი) შეარჩიეს და ამჟამად ინტენსიურად მუშაობენ ქართველი სამღვდელოების, კერძოდ, სინოდის იმ წევრებთან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისა და საპატრიარქოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. როგორც „ქრონიკა+“-ს სასულიერო პირმა განუცხადა, მეუფე შიოს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა, თან ახალგაზრდაა, რაც პატრიარქად ყოფნის ხანგრძლივობასა და მის ილია მეორესთან ერთგვარ იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს, ანუ ხალხს „ადვილად შეუყვარდება“. „საპატრიარქოს ცალკეულ წრეებში მეუფის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზეც საუბრობენ. ჩემს დასამუშავებლად მოსულ პერსონას კითხვა დავუსვი: _ რამდენად უტყუარია ინფორმაცია მისი მხარდაჭერის შესახებ და ვინ არის გარანტი? პასუხად მივიღე: _ ლევან ვასაძე“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან საპატრიარქოს იერარქი."
image

გახსოვს როდის ვწერდით ამის შესახებ?-წერს სოციალურ ქსელში „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

image

0
1496
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0