x
image
ინტერ-გოგონა
ახალი წლის ჯადოსნური ღამე – მინდა ის წელი დადგეს, როცა პატარებს არ მოენატრებათ საჭმელი,ტკბილეული,სათამაშოები და თბილი ტანსაცმელი
ღამე, რომელსაც ელოდება მსოფლიოში ყველა...

ელოდება ასაკის მიუხედავად...

ერთნაირი სიხარულით ბავშვიც და დიდიც...

ჰო, სწორედ მიხვდით, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეზე ვსაუბრობ..


ყველაზე მხიარული და ფერად ღამეზე...

ახალი იმედებით და რწმენით სავსე ღამეზე...

მახსოვს ბავშვობის სიხარული, როგორ ველოდი ხოლმე ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს...

მგონი ჩვენ ერთადერთი ოჯახი ვიყავით, ვინც ქალაქიდან სოფელში მივდიოდით ახალი წლის შესახვედრად..

ო, რა სხვაგვარად ლამაზად მეჩვენებოდა სოფელი მაშინ.. აივნიდან ვუყურებდი ჩემს სოფელს, როგორ ხმაურობდა...

ვოცნებობდი ახალი წლის ღამეს თოვლის მოსვლაზე(მხოლოდ ერთხელ ამისრულდა ეს ნატვრა) მახსოვს როგორ სულმოუთმენლად ველოდი როდის ჩამოკრავდა საათის ისარი თორმეტს... მჯეროდა, რომ ახალი ცხოვრება იწყებოდა...

და დღემდე ასე მჯერა...

დღემდე შემიძლია საათობით ვიარო საახალწლოდ მორთულ ქუჩებში..

(თუმცა ქართველები არ ვართ ამ ყველაფერით განებივრებული, ამიტომ ხშირად მიწევს, რომ მესამე ან თუნდაც მეოთხე წრეზე წავიდე რადგანაც არც ისე დიდი ადგილია მორთული საახალწლოდ...ასე რომ, თუ ხშირად შეგხვდეთ საახალწლოდ ქუჩაში მოხეტიალე არ გაგიკვირდეთ..)







როგორ ახალ წელს ვინატრებდი?

image

თეთრ, ჯადოსნურ ღამეს ვინატრებდიი...

მინდა, რომ ყველა სახლი სხვადასხვა ფერებად ციმციმებდეს, ყველა ბუხრის საკვამურიდან ამოდიოდეს კვამლი..ყველა ფანჯრიდან ისმოდეს მხიარულების ხმაა..

აი, ასეთი ახალი წელი მინდა.....





imageimageimageimageimageimageimageimage

image( გაზაფხულამდე აქ დავრჩეთოო..მთელი ცხოვრება ხელი-ხელჩაკიდებულები ვიყოთო)
imageimageimageimage

imageimageimageimageimage

imageimage

















მინდა ის წელი დადგეს, როცა ყველა პატარა ირწმუნებს თოლის ბაბუას არსებობას...

იმიტომ რომ, ყველა პატარას აუსრულდება ყველა საახალწლო სურვილი..

მინდა ის წელი დადგეს, როცა პატარებს არ მოენატრებათ საჭმელი, ტკბილეული, სათამაშოები და თბილი ტანსაცმელი...

დადგეს ჯადოსნური წელი და ყველა, ყველა ბედნიერი იყოს....


2018 წელი ძაღლის წელია....

ერთგულების, მეგობრობის და სიყვარულის წელია...

ბედნიერ წელს გისურვებთ...

ბედნიერება მოეტანოს ამ წელს თქვენთვის..

პ.ს იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია...ალბათ, იტყვით, რა ბავშვობააო, ხომ სწორია !!

მე ისევ პატარა ბავშვი ვარ და არც ვცდილობ გაზრდას...

დამიჯერეთ ბავშვობა ათასჯერ ჯობია დიდობას ...

გამომიცდია ორივე..

სიყვარულით, თქვენი ინტერ-გოგონა

image

2
249
5-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
249
  
2017, 29 ნოემბერი, 10:29
გული გამითბე შენი სტატიით
0 1 2