x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მალე მელოტები აღარ იქნებიან
როგორც იქნა მეცნიერებმა იპოვეს წამალი, რომელიც კაცობრიობას თმისცვენისაგან იხსნის.

image

ახალი ბიოქიმიური პრეპარატი შექმნა მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ კაი–იელ ჩოის ხელმძღვანელობით იონსეის უნივერსიტეტიდან (სეული, სამხრეთ კორეა)

პრეპარატი 28 დღის განმავლობაში თაგვებზე გამოსცადეს და მან გამოიწვია თმის ზრდა და აღდგენა.


პრეპარატი, რომელსაც PTD-DBM უწოდეს, ორი ცილის მუშაობას აჩერებს. თუ ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, აფერხებენ ფოლიკულების რეგენერაციასა და ჭრილობების შეხორცებას. ამ ცილების ბლოკირების შემდეგ, თმის აღდგენა განახლდა.

კაი–იელ ჩოი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად შეძლო თმის ზრდის მაკონტროლებელი ცილის პოვნა და ახალი პრეპარატი შეიმუშავა, რომელიც ამ ცილის კონტროლით თმის აღდგენას ხელს უწყობს. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ ქმედითი წამლის მიღებას, რომელიც დაიცავს თმის ცვენისაგან და აღადგენს კანის დაზიანებულ ქსოვილებს.

შემდგომ ეტაპზე მეცნიერები შეისწავლიან აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ახალი პრეპარატს.

კორეელების კვლევები ეფუძნება კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომს, რომლებმაც თმის ზრდის სტიმულირებისათვის ღეროვანი უჯრედების გააქტიურების ახალ მეთოდს მიაკვლიეს.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მილიონ ქალს და მამაკაცს სცვივა თმა, იდეა ძალიან პერსპექტიულია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ისინი მხოლოდ ახლა მიხვდნენ თუ რა დიდი როლი აქვს მეტაბოლიზმს თმის ზრდასა და საერთოდ ღეროვანი უჯრედების განვითარებაში.



0
668
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0