x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


image


2018 წელი ყვითელი, მიწის ძაღლიას წელია. ვნახოთ რას პირდება ეს წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს.

ვერძი:

ძაღლის წელი იღბალის მომტანი იქნება ვერძისთვის, რომლებიც აპირებენ ახალი საქმის წამოწყებას ან ეძებენ სამსახურს. ვერძის ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება ძირეული ცვლილებები. 2018 წელს თქვენ გახდებით უფრო თავშეკავებული, ხელმომჭირნე და თავს შორს დაიჭერთ საეჭვო ვითარებებისგან, განსაკუთრებით კი ფრთხილი იქნებით ფინანსური მდგომარეობის მიმართ. ამ წლის სიმბოლოს გავლენით, თქვენს დაუდგრომელ ენერგიას მიმართავთ სწორ მხარეს - იქნება ეს სამსახური, მოგზაურობა თუ ოჯახი.

კურო:

კუროსთვის 2018 წელი იქნება ოჯახის წევრებთან განმარტოების წელი, რაშიც ყვითელი ძაღლი დაგეხმარებათ. თქვენ არ უნდა დაივიწყოთ ახლობლები და დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ მათ. ვარსკვლავების მიხედვით, წლის დასაწყისშივე დაიწყება თქვენი კარიერული ზრდა. თუკი შემოგთავაზებენ დაწინაურებას, ნუ შეუშინდებით ახალ თანამდებობას, გარისკეთ და ენდეთ ვარსკვლავებს.

ტყუპები:

მხიარული და უდარდელი ტყუპები ყვითელი ძაღლის გავლენის ქვეშ დაფიქრდებიან იმაზე, თუ რას მიაღწიეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, აწონ-დაწონიან არსებულ ვითარებასაც. აზარტული 2017 წელს შეცვლის დინჯი და გონიერი 2018 - ამიტომაც, თქვენთვის დაიწყება წელი, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა ღირებულებები შეგეცვალოთ. ტყუპებისთვის ძაღლის წელი საუკეთესო იქნება. ეს წელი იქნება თვითგანათლების, იღბალის და ახალი საქმის წამოწყების წელი, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ მდგრად მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი:

მათი ცხოვრება, ვინც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაიბადა, მარტივი ალბათ არც არასდროს ყოფილა. ალბათ სწორედ ამიტოა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჩაკეტილები არიან. მაგრამ ისინი ხომ ერთგული და საუკეთესო მეგობრები არიან? ყოველთვის ზრუნავენ თავიანთ ახლობლებზე და საუკეთესოდ უვლიან შვილებს. 2018 წელი კირჩხიბისთვის რთული იქნება. შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, გადახვიდეთ სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში. მოუფრთხილდით სამსახურს, ეცადეთ კარგად იმუშაოთ. სამწუხაროდ, ვარსკვლავები არ გწყალობენ.

ლომი:

ლომი, რომელიც მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და კომპლიმენტებს, 2018 წელს კიდევ უფრო მიმზიდველი და კაშკაშა გახდება. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა არას გარგებთ და შესაძლოა რაიმე შარში გაეხვიოთ. წლის დასაწყისში მოსალოდნელია მცირედი ფინანსური ჩავარდნები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აზარტული თამაშებითა და მფლანგველობით. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ძაღლის წელი იღბალს მოგიტანთ, მაინც ფრთხილად იყავით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ დაწყებულ საქმეს

ქალწული:

ქალწულები - შრომისმოყვარეები არიან. ბოლო სამი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო მათთვის. ამ დროის განმავლობაში უწევდათ კბილებით დაეცვათ თავიანთი აზრი. სამაგიეროდ, ძაღლის წელი მოგიტანთ დიდ ბედნიერებას, ამ წელს იგრძნობთ ბოლოსდაბოლოს თქვენი ძალისხმევის შედეგს. ყვითელი ძაღლის მეშვეობით, მიიღებთ კარიერულ ზრდას და ფინანსურ მდგრადობას. რა თქმა უნდა, წელს გაგიმართლებთ სიყვარულშიც. ერთი სიტყვის, იდეალური წელი გექნებათ.

სასწორი:

ყოველთვის ეჭვებში მყოფი სასწორებისთვის ეს წელი არ იქნება მარტივი. ეს უკონფლიქტო ადამიანები, ფაქტობრივად არასდროს ირჩევენ კონკრეტულ მხარეს, მაგრამ ძაღლის წელში, აუცილებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება, რათა ახლობლებს არ შეუქმნათ დისკომფორტი. არ ინერვიულოთ, ყვითელი ძაღლი თქვენს მხარესაა, მაგრამ ეცადეთ არ გააჭიანუროთ გადაწყვეტილებების მიღება. რათა იგრძნოთ მხარდაჭერა, უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და ნათესავებთან.

მორიელი:

ხშირად გვეჩვენება, რომ მორიელი ცივი და უგრძნობი ადამიანია. სინამდვილეში საქმე სულაც არაა ესე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თბილები და მზრუნველები არიან, მათ აქვთ განსაკუთრებული უნარი მიიზიდონ ადამიანები. ძაღლის წელი მოგცემთ საშუალებას გამოავლინოთ თქვენი გრძნობები, ამიტომ გეძლევათ შანსი ახალი სასიყვარული ურთიერთობების დაწყებისთვის თუ ძველი გრძნობების გამყარებისთვის. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი მორიელისა, არის სიჯიუტე და სწორხაზოვანი სწრაფვა მიზნისკენ, რაც წელს დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებებს კარიერაში. ერთი სიტყვით, ყვითელი ძაღლი ყველანაიად დაგეხმარებათ საუკეთესო თვისებების გამოვლენაში.

მშვილდოსანი:

მამლის წელი საკმაოდ წარმატებული იყო მშვილდოსნისთვის. 2017 წელს უკვე დაადგინეთ რა არის პრიორიტეტული თქვენთვის, რის გამოც თითქმის ყველაფერი დალაგდა. ყვითელი ძაღლის წელში, ეს ოპტიმიზმი კიდევ უფრო მოიმატებს. თქვენ მოგეცემათ საშუალება სხვებსაც გაუზიაროთ ცოდნა და ნიჭი. ამის გამო გარშემომყოფები უფრო მეტად დაგაფასებენ, უფრო მეტი ახალი ადამიანიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ, წინ! 2018 წელი უდიდეს ბედნიერებას გპირდებათ!

თხის რქა:

მომავალი წელი არასტაბილური იქნება თხის რქბისთვის. თქვენ ხან მოწოდების სიმაღლეზე იქნებით, ხან კი, მოულოდნელად დაეცემით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ვერძებზე ჯიუტებიც კი არიან და ამით ფაქტობრივად ყოველთვის აღწევენ მიზანს, მამლის წელში, შესაძლოა თხის რქას ეფიქრა, რომ იღბალმა ის მიატოვა. ამ მხრივ, 2018 წელი 2017ზე უკეთესი იქნება და მცირედი პოზიტივით დაგაჯილდოვებთ - ეცადეთ ჩაებღაუჭოთ მას - ეს საქმეს გაგიმარტივებთ.

მერწყული:

მერწყულისთვის ყვითელი ძაღლის წელი წარმატებულად დაიწყება. ყველაფერი გამოგივათ ძალისხმევის გარეშე, დროის გადანაწილებას შეძლებთ ისე, რომ სამსახურისთვისაც გეყოთ, ოჯახის წევრებისთვისაც და მეგობრებისთვისაც. თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ ეს ბედნიერება ნელ-ნელა წავა თქვენგან. რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევისთვის მიმართეთ ახლობელ ადამიანებს. წლის მეორე ნახევარში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ძაღლი თქვენს მხარესაა.

თევზები:

თევზებისთვის ძაღლის წელი წარმატებული იქნება ფინანსური თვალსაზრისით. რბილი ხასიათის მქონე თვზები არასდროს იშურებდნენ ფულს ახლობლებისთვის, მაგრამ 2018 წელს რაღაც შეიცვლება. იძულებული იქნეით დაზოგოთ ფული, რათა წინ წაიწიოთ. არ შეშინდეთ, 2018 წელს შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს მოკიდოთ ხელი, ამასთანავე დაისახეთ მომავალი პროექტებიც. ძაღლის წელი მოგცემთ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ხასიათის ცვლილებების გამო კონფლიქტი მოგივიდეთ ახლობლებთან.




0
11024
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
11024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0