x
image
natia.a
ასე უყვარდათ საქართველოში - მოგზაურობა ამღერებულ კუთხეებში
image

სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა... მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არაფერი, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა.

სიმღერა "ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი ან გერმანელი...

ილია ჭავჭავაძე



როგორი მრავალფეროვანია ამ ერთი ციცქნა ქვეყნის ეს "კვნესა", რამდენად განსაკუთრებულია თითოეული კუთხის სიმღერა, რომელშიც ყველაზე ნათლად არის ასახული ამ კუთხის წარმომადგენელთა ხასიათი, ტემპერამენტი, ტკივილი თუ სიხარული... მაგრამ ამჯერად სევდა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ სატრფიალო სიმღერები გავიხსენოთ... თუმცა სიყვარული და სევდა ხომ მაინც განუყრელია...


და აი ისიც, მოგზაურობა ამღერებულ და მოტრფიალე საქართველოში - თითო სატრფიალო სიმღერა თითო კუთხიდან...


1. ქართლი - "ცანგალა და გოგონა". თუმცა, სიმღერა ხშირად საკამათო ხდება ქართლსა და კახეთს შორის.





2. კახეთი - "ხოხბის ყელივით ლამაზი" და შეუდარებელი ჰამლეტ გონაშვილი.




3. თუშეთი - ყველასთვის კარგად ცნობილი "მთაში სალამურს ვაკვნესებ".




4. ხევსურეთი – ეს კუთხე ულამაზესი სატრფიალო სიმღერებითაა გამორჩეული, მაგრამ არ შემეძლო სტატია ამ სიმღერის გარეშე დამეტოვებინა: "არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები".




5. გურია - "მახსოვს ტურფავ"




6. სვანეთი - კონკრეტულად სატრფიალოს გამორჩევა სვანურ სიმღერებში ძველი აღმოჩნდა, ამიტომ არჩევანი ჯგუფი "ბანის" სვანურ სიმღერაზე შევაჩერე.




7. იმერეთი - რაღა თქმა უნდა, "გოგოვ გენაცვალები".




8. აჭარა და მისი ცნობილი "განდაგანა".




9. სამეგრელო - "მა ცხოვრება მუშო მოკო".




10. რაჭა და მისი ცნობილი "რაშოვდა".


11. მთიულეთი - "ალი ხარ ქალი ხარ"




12. ხევი - "ქალავ შენი დარდი მიმდევს".




ბოლოს კი, ამ ჩამონათვალს თბილისური მუხამბაზით დავასრულებ, ფილმიდან "ქეთო და კოტე".





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმა image



2. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში

image

3. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს
image


4. რატომ დაბლოკეს ოსტაპ ბენდერის სიმღერა "12 სკამში" და რისი შეეშინდათ "ზემდგომებს"?image


5. საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის!image

6. რა იყო ნახატზე, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!image


7. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია...image

0
800
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0