x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ უწყების პრეს-მდივნად ულამაზესი ტელეწამყვანი დანიშნა

image რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, უწყების პრეს-მდივნად ტელეწამყვანი 26 წლის როსსიანუ მარკოვსკაია დანიშნა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ახალი პრეს-მდივნის გარეგნობა და მას ახალი მეტსახელიც უწოდეს "თავდაცვა".
ბრძანება ტელეწამყვანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნად დანიშვნის შესახებ გამოიცა 15 ნოემბერს წერს "ТАСС"-, და ამ ინფორმაციის წყაროდ თავად მარკოვსკაია მოჰყავს. მარკოვსკაიამ განაცხადა, რომ უკვე შეუდგა მუშაობას ახალ თანამდებობაზე და ასრულებს თავის მოვალეობას.
მას გააჩნია უმაღლესი განათლება, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტში. მუშაობდა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია «Владивосток»–ში, ასევე არხებზე «Звезда», «Россия 24» და «РЕН ТВ»–ში.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა დაიწყეს მარკოვსკაიას სურათების ატვირთვა, ზოგიერთმა მომხმარებელმა იხუმრა: "თუ ახალი პრეს–მდივნის გარეგნობა შეესაბამება მის ინტელექტს მაშინ კარგადაა საქმე".
"კარგი გემოვნება ჰქონია სერგეი კუჟუგეტოვიჩს. ლამაზია და ჭკვიანიც თუა კარგადაა საქმე"–წერს "ტვიტერში" მომხმარებელი იგორი.
მარკოვსკაიაზე სოციალურ ქსელში საუბარი დაიწყეს შარშან, როცა საჰაერო–სადესანტო ძალების დღეს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა დამოუკიდებლად.
imageimageimageimage



0
130
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0