x
image
კატაპულტი
გაიგე,რას ამბობენ პლანეტები შენზე (მშვილდოსანი)
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი მოიცავს 23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე დაბადებულ ადამიანებს.მათ მფარველ პალანეტად იუპიტერი ითვლება.

image

ზოგადი დახასიათება.

მშვილდოსნები აქტიურები, მამაცები, ცოტა უხეშები და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან.


სხვა ნიშნებთან ურთიერთობა:

ქალწულთან, თევზთან და მარჩბივთან კავშირი მშვილდოსანს კარგად გამოსდის.განსაკუთრებული სიმპათია უჩნდება მშვილდოსანს კუროს მიმართ.მათი ურთიერთობაძირითადად ძალზედ ჰარმონიულია.ძლიერი ლტოლვით ხასიათდება ვერძთან ურთიერთობა, თუმცა მათი კავშირი არც თუ ისე სახარბიელოა.მონათესავე თვისებები აქვთ მშვილდოსანსა და ლომს, ასვე კირჩხიბსაც.სხვა ნიშნებთანაც ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება შეიძლება, გარდა ქალწულისა, რომელთანაც კავშირი ფაქტიურად გამორიცხულია.ამ უკანასკნელთ, შესაძლებელია ერთმანეთთან მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა აკავშირებდეთ.




image


გარეგნული დახასიათება:

მშვილდოსნები ლამაზი სახით ხასიათდებიან, განსაკუთრებით მიმზიდველია მათი თვალები, ხასიათდებიან გრძელი ნიკაპით, ისინი თხელთმიანები არიან და ხშირ შემთხვევაში ადრე მელოტდებიან.ზურგზე, მკერდსა და ფეხზე, შესაძლოა, ჰქონდეთ ნიშანი, ხალი.

მშვილდოსანი ბავშვი.

მშვილდოსანი ბავშვები აქტიურები, ცნობისმოყვარენი და გულღიები არიან, გამოირჩევიან ხმაურით, ეგოიზმით, უტაქტობით.ისინი მოჭარბებული ენეგიით არიან დაჯილდოვებულნი, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ რაიმე არ დაიზიანონ.ზრდასთან ერთად, ისინი უფრო მეტად მიიწევენ გარეთ და ძნელია მათი სახლში გაჩერება და სამეცადინოდ დასმა.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები ჯანმრთელები არიან.

სექსუალური ჰოროსკოპი.

ქალი მშვილდოსნები ამაყობენ საკუთარი სხეულით, ამიტომ მათთვის მისი გამოყენება სექსში უმთავრესია, არიან მრავალფეროვნები.გამომდინარე აქედან, სექსი მათი მონაწილეობით სპექტაკლს წააგავს.ისინი ადვილად აღიგზნებიან და მათთვის დაბალი ტემპერამენტის მამაკაცები მიუღებელია.

რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ძირითადად ფიზიკური ურთიერთობისაკენ ისწრაფვიან და შესაბამისად, უკეთესი საყვარლები არიან, ვიდრე მეუღლეები. კონტაქტისას გულწრფელობით გამოირჩევიან.

0
391
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0