x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რაზეა გათვალისწინებული გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი?
image
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი 31 480 000 ლარით განისაზღვრა.

ფინანსური დოკუმენტის პროექტი გორის საკრებულომ 24 ნოემბერს განიხილა.ბიუჯეტის შესახებ ათამდე შენიშვნა გამოითქვა და პროექტი უკან მერიას გადაეგზავნა. ფინანსური დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს".მათი განცხადებით, პროექტი არ ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტში რეალურად არსებული პრობლემების გადაჭრას.

როგორც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა, რამდენიმე მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა.ყველაზე მეტი თანხა გამოყოფილია ინფრა-სტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.ასევე პრიორიტეტულად გამოცხადდა სოციალური სფერო.

სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ის პროექტებიც იქნება გათვალისწინებული, რომელიც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შეწყვეტის შემდეგ დასასრულებელი დარჩა, ასეთი კი არაერთია. მაგალითად, გარე განათების მოწყობა სოფლებში ბერშუეთი, ზარდიაანთკარი, ე რგნეთი; ასევე, რიტუალების სახლის მოწყობა სოფლებში:კირბალი, რიეთი, კვარხეთი; მინი მოედნის მოწყობა მარანასა და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში.


მერიისთვის გადაგზავნილი პროექტი შენიშვნებით, აღმასრულებელმა ორგანომ 5 დეკემბრამდე ჩასწორებული სახით უკან უნდა დაუბრუნოს საკრებულოს, რომელმაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0