x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78785
  • ვიდეო:331517
  • სურათი:435504
კომპანია APPLE-მ დააპატენტა ახალი სახის IPHONE , რომელიც ორად იკეცება

ახალი მოწყობილობის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ შესაძლებელი იქნება ტელეფონის წიგნივით გახსნა–დახურვა. შესაძლებელია Apple – მ მოქნილი ეკრანის დასამზადებლად კომპანია LG – სთან ითანამშრომლოს.


image

აი ასეთი იქნება ახალი სმარტფონი, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს.
image
ახალი მოწყობილობა ხელის ერთი მოძრაობით iPhone – დან iPad – ად გარდაიქმნება. პატენტში წერია, რომ სპეციალური ხაზი ეკრანზე საშუალებას მისცემს მატრიცას გაიღუნოს. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Apple –მ შეიმუშავა ახალი თაობის ეკრანი ტექნოლოგიით microLED, რომელიც შეცვლის OLED ტექნოლოგიის ეკრანს (ასეთი ეკრანი აქვს ბოლო iPhone Х – ს).
image

საინტერესო იდეის მიუხედავად, უახლოეს მომავალში მოქნილი iPhone არ გამოჩნდება - წარმოების სირთულის გამო. მისი გამოჩენა 2020 წლისთვის არის მოსალოდნელი. ასეთივე მონიტორების დამზადებას ცდილობენ Samsung და LG.

მანამდე Samsung –მა წარადგინა დასაკეცი სმარტფონი სახელწოდებით Foldable Valley. მისი გამოჩენა 2018 წლის იანვრისთვის იგეგმება. ასეთ შემთხვევაში სამსუნგი ყველას მოასწრებს ამ ტექნოლოგიის დანერგვას.



image



ერთერთმა პირველმა LG – მ 2014 წელს დემონსტრირება გაუკეთა 18-დიუმიან OLED-პანელს, რომელიც იღუნება, იგრიხება და ამასთან ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.


image



2017 მაისში LG – მ აგრეთვე წარმოადგინა კონცეფცია "ტელევიზორი-შპალერი" (wallpaper TV), რომელიც სისქით 1 მილიმეტრზე ნაკლებია, ემაგრება კედელზე მაგნიტებით და იღუნება გამოსახულების ხარისხის დაკარგვის გარეშე.



image


0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0