x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შვედეთში ეკლესიის მსახურნი უარს ამბობენ ღმერთი მამაკაცად მოიხსენიონ

image

შვედეთის ეკლესია აწი ღმერთის ხსენების დროს გამოიყენებს გენდერულ -ნეიტრალურ ტერმინს.


როგორც Associated Press იუწყება, შვედეთის საეკლესიო მსახურებმა შეიტანეს შესწორება, ტერმინი "ის", (მამრობითი) და"უფალი"(Lord) ამიერიდან აღარ იხმარება, ტერმინი "ღმერთი"(God) უცველელად დატოვეს.


გადაწყვეტილება შვედეთის უმაღლეს საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართა და შედგება 251 წევრისგან, ახალი კანონი 2018 წლის 20 მაისს შევა ძალაში წმინდა სამების დღესასწაულზე.


შვედეთის ეკლესიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა და თეოლოგიის დოქტორმა ანტე იაკელენმა განაცხადა, რომ მსგავსი წინადადება ჯერ კიდევ 1986 წელს განიხილებოდა:"თეოლოგიის თვალსაზრისით ვიცით, რომ ღმერთი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი წარმოდგენაა სქესზე...ის ადამიანი არ არის"-აღნიშნა მან.



თუმცა ცვლილება შვედეთის ეკელესიაში ყველას არ მოეწონა, ლუნდის უნივერსიტეტი პროფესორი, თეოლოგი კრისტერ პალმბლადი(Christer Pahlmblad) აღნიშნავს, რომ მიღებული დოქტრინა ეწინააღმდეგება წმინდა სამებას და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს:"იმას, რასაც ახლა შვედეთის ეკლესია მიიჩნევს მართებულად, ეწინააღმდეგება საერთოდ მიღებულ თეოლოგიურ ცოდნას, -საკმაოდ მცდარი ნაბიჯია"-აღნიშნა პროფესორმა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს შვედეთის ეკლესიამ ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებულმა ეკლესიამ მათთან ორმხრივი ურთიერთობა გაწყვიტა.


imageიხილეთ აგრეთვე



0
41
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0