x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 უცნაური აკრძალვა სხვადასხვა ქვეყნებში

ადამიანები მოგზაურობისას იშვიათად ინტერესდებიან ამა თუ იმ ქვეყნის კანონებით, კულტურით და წეს-ჩვეულებებით.
მათი ცოდნა კი ძალიან ბევრ უხერხულ სიტუაციასა და პრობლემას
აგვარიდებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე უცნაურ აკრძალვას სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც იმდენად უცნაურია, რომ მათი დაჯერება გაგიჭირდებათ.


დიდი ბრიტანეთი

ორცხობილა
1644 წელს, ოლივერ კრომველმა აკრძალა ქრისტესშობის დღესასწაულის აღნიშვნა. ასევე ოფიციალურად იყო აკრძალული რამდენიმე ატრიბუტი, რაც შობას შეეხებოდა. მათ რიცხვში კი შედიოდა ორცხობილები. კანონი მხოლოდ ამ დღესასწაულზე კრძალავდა ორცხობილების მირთმევას.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს კანონი დიდ ბრიტანეთში დღემდე მოქმედებს.


ჩინეთი

ჩინეთი
ჩინეთში არ შეიძლება იმ ადამიანის დახმარება, რომელიც იძირება. ეს უცნაური კანონი უკავშირდება აღმოსავლურ ფილოსოფიას, რომლის თანახმადაც ადამიანი არ უნდა ჩაერიოს სხვა ადამიანის ცხოვრებაში.


იტალია


მტრედი
სანამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნორმალურია საკუთარი პურის ან ბულკის ნაჭრის გადაგდება მტრედისთვის, იტალიაში ეს აკრძალულია. ამ ქმედებისთვის თქვენ აუცილებლად დაჯარიმდებით.


კანადა


კანადა
კანადაში თქვენ არ შეგეძლებათ მხოლოდ ხურდით გადახდა. ეს კანონი ჯერ კიდევ 1985 წელს შევიდა ძალაში, რომელიც კრძალავს
მხოლოდ ხურდით გადახდას თუ თანხა 10 კანადურ დოლარს აღემატება.


ტაილანდი

ტაილანდი
აუცილებლად გააფრთხილეთ ყველა, ვინც საკუთარი არდადეგების გატარებას ტაილანდში აპირებს. სეირნობისას აუცილებლად დაიხედეთ ხოლმე ძირს, რადგან ტაილანდში აკრძალულია მონეტებზე ან ფულის კუპიურებზე ფეხის დაბიჯება.

0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი ჭუბაბრია
მარი ჭუბაბრია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0