x
image
ნინო დვალაშვილი
სალათის ფურცელი - ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი წყარო!
image
ხუმრობა იმის შესახებ, რომ მოდელის სტანდარტული საუზმე სალათის ფურცლებისა და ერთი ცალი კვერცხისგან შეგდება, ხშირად რელობას შეესაბამება. მართლაც, ასეთი საუზმე ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით არის გაჯერებული.

მაგრამ რატომ სალათი? რატომ არა კომბოსტო? მაინც რა სასარგებლო თვისებები აქვს სალათის ფურცლებს?

სალათის ფურცლები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, B9), ბეტა-კაროტინს, ასკორბინის მჟავას, E და PP ვიტამინებს. ეს კომპლექსი საკმარისია იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანოებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. სალათის ფურცლები შეიცავს ასევე მინერალებს: რკინას, კალციუმს, მაგნიუმს და კალიუმს.

სალათის ფურცლების კალორიულობა


მწვანე სალათის ფურცლების კალორიულობა 12 კილოკალორიას არ აღემატება. ამიტომ უყვართ ის მოდელებსა და შოუბიზნესის ვარკვლავებს.




image


სალათის ფურცლების სასარგებლო გავლენა კუჭ-ნაწლავზე

ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, შეიცავს პექტინს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მწვანე სალათის ფურცელი კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი. სალათი სასრგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით. სალათის ფურცლებში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში მინერალური მეტაბოლიზმის პროცესებში მონაწილეობენ და მრავალი ორგანოების სტაბილიზებულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.



image


სალათის ფურცლის სამკურნალო თვისებები

  • იმუნიტეტი
სალათის ფურცლების შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები, იმუნური სისტემას აძლიერებენ. ყველაზე ეფექტურად იმუნიტეტს C ვიტამინი და ბეტა კაროტინი აძლიერებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები, ხელს უწყობს სისხლძარღვთა უჯრედების განვითარებასა და აქტივობას.

  • მაღალი ქოლესტერინის დროს
ცნობისთვის, C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დაშლას მჟავებად, რის გამოც სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება და ღვიძლის ფუნქცია ნორმალიზდება.

  • სიმსივნური წარმონაქმნების დროს
C ვიტამინს ასევე გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. იგი ქმნის ბარიერს თავისუფალი რადიკალებისთვის. ორგანიზმი ხდება მდგრადი ისეთი გარემო ფაქტორების მიმართ, როგორიცაა მავნე აირები, ტოქსინები და რადიაცია.


image


  • ხველა
ძველ საბერძნეთში ცნობილი იყო, რომ ხველის დროს, სალათის ფურცლები უნდა გამოეყენებინათ. ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, მიიღეთ სალათის ფურცლების ბულიონი. იგი ამსუბუქებს სიმპტომებს და სწრაფად აღადგენს ჯანსაღ სუნთქვას.

  • ანემია
იგი ხელს უწყობს სისხლძართვების კედლების ელასტიურობას, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.


შენიშვნა: დისბაქტერიოზის იგივე დისიბიოზის დროს, სალათის ფურცლების მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი გადამუშავება ვერ ხერხდება.

რჩევა: იმისთვის, რომ სალათის ფურცელმა არ დაკარგოს თავისი სასარგებლო თვისებები, უნდა შეინახოთ მაცივრის გარეთ. ასევე მისი დაჭრისთვის არ უნდა გამოიყენოთ დანა, მისი სტრუქტურა იმდენად თხელია, რომ თავისუფლად შეძლებთ ხელით სასურველ ფორმასა და ზომაზე დაქუცმაცებას. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით და იყავით ჯანმრთელები! გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!





image




ეს საინტერესოა:

ხურმა- სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილი

ბროწეული- კუჭისა და ნაწლავური დაავადებების უებარი მკურნალი

შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

ჟოლო- კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!

თუ გიყვართ საზამთრო შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!















0
1868
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0