x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81676
  • ვიდეო:333737
  • სურათი:438849
რა დროს უნდა დაჯდეთ ნასვამი საჭესთან- მძღოლებო გაითვალისწინეთ!

ოჯახური ზეიმი, მეგობრებთან შეხვედრა და კორპორატიული ვახშამი თითქმის არასოდეს ჩაივლის ალკოჰოლის გარეშე. როგორ იქცევით თუ აღნიშნულ წვეულებაზე ავტომობილით მიხვედით? ალბათ ავტომობილს ტოვებთ სადგომზე და შინ ტაქსით ბრუნდებით. განსაზღვრული ნაწილი კი კარგად გამომთვრალი ჯდება საჭესთან თავდაჯერებული და შედეგად ვიღებთ უბედური შემთხვევების ნაკრებს.


image


ვიცით, რომ განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებში საპატრულო პოლიცია მობილიზებულია გაგვაჩეროს და გადაამოწმოს ჩვენი სიფხიზლე საგზაო უსაფრთხოების მიზნით, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტვინის აქტივობა იკლებს, ნერვული აშლილობა იზრდება და შეუძლებელია სრულიად ვაკონტროლოთ ქმედებები. ავარიები კი, მთვრალი მძღოლებით გამოწვეული უფრო ხშირია, ვიდრე სხვა შემთხვევებით.


დღევანდელ სტატიაში მინდა გაგანდოთ პატარა საიდუმლო, რომლის მეშვეობით ნასვამიც შეძლებთ მართოთ ავტომობილი ისე, რომ არც საკუთარი თავი და არც სხვა დააზარალოთ ამით.


image


როგორ მოქმედებს ალკოჰოლი სისხლში კონცენტრაციის მიხედვით:


1). 0, 2–0, 3 პრომილე ( პრომილე– მთელის მეათასედი ნაწილი, ესე იგი პროცენტის მეათედი ნაწილი) ანელებს რეაქციას. ამიტომ ასეთ დროს შედარებით ძნელია სინათლის წყაროს, ზომების და მანძილის განსაზღვრა.


2). 0.5-0.8 პრომილე, რომელიც 1 ლიტრი ლუდი ან 120 მლ არაყის შედეგია, საგრძნობლად აკლებს ვიზუალურ ფუნქციას და თვალები ნელა ადაპტირებენ სხვადასხვა ტიპის განათებებზე, ასევე უჭირს წითელი შუქის აღქმა.


3). უფრო დიდი დოზა ლკოჰოლი ავიწროვებს აზროვნების არეალს და მძღოლი მთლიანად წყვეტს კონტროლს.


4). 1, 2 პრომილე, რაც 2.5 ლიტრი ლუდი ან 300 მლ არყის შედეგია, სრულიად აკარგვინებს ადამიანს უნარს.


5). 5 და მეტი პრომილე კი შეიძლება ითქვას, რომ ლეტალური დოზაა.


image



ალკოჰოლი არც თუ ისე სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, როგორც გვსურს. ამას შეიძლება 4–დან 16–მდე საათი დაჭირდეს, ზოგჯერ უფრო მეტიც. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, წონაზე, საჭმელზე და ინდივიდუალურ მეტაბოლიზმზე.


imageimage


● ასევე გასათვალისწინებელია ალკოჰოლის მიღების დროს იკვებებით თუ არა. როდესაც სვამთ და არ ჭამთ, ამ დროს სასმელი შეიწოვება ნაწლავებიდან და ხვდება ეგრევე სისხლში. თრობის მომენტი დგება მალევე, თუმცა გამოფხიზლებაც არ დააყოვნებს თუ არ გააგრძელეთ ბევრი სმა.


● თუ ალკოჰოლის მიღების დროს ჭამთ, ის კუჭში ხვდება და იქ რჩება საკვებთან ერთად, სანამ სრულიად არ გადამუშავდება. ამიტომ თრობიდან გამოსვლა სწრაფად არ მოხდება.


გაითვალისწინეთ: საპატრულო პოლიცია, რომელიც სპეციალური აპარატით ამოწმებს თქვენს სიფხიზლე–სიმთვრალეს, ამით განსაზღვრავს ალკოჰოლის დონეს არა სისხლში, არამედ ჰაერში, რომელიც ამოისუნთქეთ. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროფილაქტიკის და სხვა მიზნების გამო პირის ღრუში არაყი გამოივლეთ, 20 წუთის მანძილზე აჩვენებს აპარატი თქვენს სიმთვრალეს, ისევ და ისევ ამოსუნთქული ჰაერიდან გამომდინარე.


image



დასკვნა: 0, 2-0, 3 პრომილე ერთადერთი გამონაკლისია, რომლის დროსაც მძღოლს შეუძლია ნორმალურად, თუმცა არა კარგად მართოს ავტომობილი.


შენიშვნა: არ დაჯდეთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან და ნუ ხელყოფთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს დაუდევრობით!


image




იხილეთ აგრეთვე:


ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს!image




8 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში!image





როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?image





როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage





რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში?image





ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებimage





როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდითimage

2
455
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
455
  
2017, 25 ნოემბერი, 21:00
კი გუჯა, გეთანხმები, ტექსტში ავღნიშნე კიდევაც, რომ სქესზე, წონაზე და ინდივიდუალურ მეტაბოლიზმზეა დამოკიდებულითქო. ჩემს ერთ მეგობარს მხოლოდ 1 ჭიქაზე ჰქონდა კურთხევა აღებული, რადგან ის ერთიც ზედმეტი იყო მისთვის, რომ გარადსახვა მოეხდინა.
2017, 25 ნოემბერი, 16:11
არ მახსოვს შემთხვევა, როცა საჭეს ნასვამი მივუჯექი. მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია, მით უფრო როცა ზოგიერთი ერთი ჭიქის მერე უკვე მთვრალია.
0 1 2