x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა
image

გუშინ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ბათუმში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ სასტუმრო ლეოგრანდში დაფიქსირდა ხანძარი.

image

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 11ადამიანი. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.


image

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.image

სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

image

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 15 სახანძრო სამაშველო ავტოსისტემა და ოთხი სამაშველო კიბე. მუშაობდა დამატებითი ჯგუფები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

image

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, 3 მეხანძრე-მაშველი გადაყვანილია საავადმყოფოში. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ხანძრის ჩასაქრობად სულ 120 მაშველი იყო მობილიზებული.

ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის.

image

„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ - ლეორანდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სასტუმროა ბათუმში. 182-ნომრიანი სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა.

image

0
40
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0