x
image
თათანიკა
ეს საზარელი სიბნელე

image

1957 წელს საფრანგეთის გაზეთებმა გამოაქვეყნეს ამბავი, რაც თავს გადახდა ქალბატონს, 54 წლის მერიელ ჟენეტს, რომელიც ცხოვრობდა ქრისტიანულ ქალაქ ერლეს-ში. მირენი იყო გამოცდილი მედდა, მას ხშირად იწვევდნენ, როგორც ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ასევე ბავშვების აღსაზრდელად. ქალბატონი ცნობილი იყო, როგორც მშვიდი ადამიანი. ამით მისმა უჩვეულო ამბავმა უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც გადახდა თავს ერთ-ერთ ზაფხულს...

1957 წილს 16 ივლისს, დაახლოებით შუადღისას, მადამ ჯენეტი ჩვეულებრივ წავიდა კოლიტონების ოჯახში, სადაც მიიწვიეს, რათა მოევლო მათი ახალშობილი ბავშვისთვის. ქალბატნმა ჯანეტმა გადაწყვიტა ბავშვის გასეირნება და პარკში წავიდნენ სასეირნოდ. მზიანი დღე იყო. სიცხის გამო, მოქალაქეები მდინარეზე ისვენებდნენ და ამიტომაც თითქმის სულ გაცარიელებულიყო პარკები. პატარა კოლიტონს მშვიდად ეძინა თავის ეტლში, ხოლო მისი ძიძაც მყუდროდ მოეწყო ერთი დიდი ხის ჩრდილის ქვეშ.

უეცრად სინათლე გაქრა. ყველაფერი მოიცვა სიბნელემ. ეს არ იყო მზის დაკვრის შედეგად თვალთდაბნელება, არც სხვა დაავადების სინდრომს ჰგავდა ეს ყველაფერი, რადგან მადამ ჟენეტს ყველაფერი კარგად და დაწვრილებით ახსოვდა თუ რა და როგორ მოხდა სიბნელის ჩამოწოლის დროს.


მძინარე ბავშვს გაეღვიძა და დაიწყო ხმამაღლა ტირილი. ძიძამ ხელში აიყვანა პატარა და გულში ჩაიკრა, რათა დაემშვიდებინა. გარშემო სუფევდა სრული სიბნელე. გაქრა ქუჩის ხმაური, ხეების შრიალი, ყვავილების სურნელი, ფრინველთა ხმა.მადამ ჟენეტი ხმა ამოუღებლივ იდგა.


ქალბატონის თქმით ეს ყველაფერი გრძელდებოდა 15 წუთი. სიბნელე ისე უეცრად გაქრა, როგორც - ჩამოწვა. აღმოჩნდა, რომ უკვე ბნელდებოდა. ძლიერი ქარი ამოვარდნილიყო, ხოლო პარკში კი - განათებები ანთებულიყო. ბულვარში რამდენიმე თბილად ჩაცმული წყვილი დადიოდა.


მედდა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა კოტილონების სახლში. მას შეხვდნენ ნამტირალევი მშობლები; თურმე ქალბატონი ჟენეტი და პატარა კოლიტონი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან. მათ მთელი ქალაქი ეძებდა, ქალაქის პარკი საგულდაგულოდ შემოიარეს მაგრამ, რათქმაუნდა მომვლელსა და პატარას ვერ მიაგნეს.

ჟანდარმერიაში ქალბატონი ჟანეტი მკაცრად დაკითხეს: მაგრამ ქალბატონს თავისი ამბის გარდა სხვა რა შეეძლო რომ ეამბა მათთვის...

ქალაქ არლეაში ეს შემთხვევა ყველაზე უჩვეულო და აუხსნელი XX საუკუნის ფენომენია. მაგრამ ეს ამბავი არ არის ერთადერთი შემთხვევა დღისით უკუნითი სიბნელის ჩამოწოლისა.


1904 წლის 2 აპრილს, უჩვეულო სიბნელემ დაფარა ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგური. რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მკაცრი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ გადაწყვითეს მომხდარის სიმულაციით ეპოვნათ ახსნა. სიმულაციის დროს ადამიანებისა და მატარებლის სილუეტების გარჩევა შეიძლებოდა, ხოლო 2 აპრილის დაბნელებისას კი უკუნითი სიბნელე იდგა, რაც მკვლევარებმა ვერაფრით ვერ ახსნენ.

ასევე სიბნელემ მოიცვა ამერიკის ერთ-ერთი შტატის, კენტუკის ქალაქი. 1911 წლის 7 მარტს ლუისვილი აბსოლუტურ სიბნელემ მოიცვა. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა.


ზემოთ ნახსენები ფენომენი ჯერ კიდევ არაა ამოხსნილი. ზოგიერთები ამტკიცენებ რომ ეს არის სატანის ხრიკები, ან პირიქით - ღვთის ნიშანია. არსებობს უფრო და უფრო ნაკლებად რაციონალური ვერსიაც, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან ამ ფენომენს. იქნებ ჩვენ გვაქვს შემთხვევა სივრცის მთლიანობის დარღვევასთან, ან შეიძლება ეს ფენომენი უკავშირდება დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველის რყევებს, როდესაც სპექტრის ნაწილი მოულოდნელად ცვლის რყევის სიხშირეს და გადადის იმ მდგომარეობაში, რომელიც ადამიანს არ ძალუძს რომ შეიგრძნოს .... ვინ იცის?

0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0