x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნანუკას შოუმ სოხუმის უნივერსიტეტის მესამე კურსის წარჩინებულ სტუდენტს ანა ქისტაურს სწავლა დაუფინანსა!- საინტერესო ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ

ანა ქისტაური სოხუმის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტია, მიუხედავად იმისა, რომ ის პარალელურად მუშაობს იტალიურ რესტორანში, მისი ქულების საშუალო 90-ზე მაღალია...

image

განცხადება იმის შესახებ, რომ ნანუკას შოუ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს აფინანსებს, აგვისტოში უნახავს, მიუწერია და გუშინ, გიორგობას, დაუფარეს ნახევარი სემესტრის თანხა, რაც მართლაც სასიხარულო, სასიამოვნო, მისალოცი ამბავია.

image

ნა სამომავლოდ გეგმავს უფრო მეტი შემართებით ისწავლოს, წარმატებით დაამთავროს უნივერსიტეტი, ასწავლოს სკოლაში ბავშვებს და გადასცეს თავისი ცოდნა, სითბო და სიყვარული, გაზარდოს კარგი, განათლებული თაობა. მისთვის სწავლის საფასურის გადახდა, ნამდვილად, დიდი სტიმულია.

image



ვუსურვოთ ანას უამრავი წარმატება, ოცნებებისა და მიზნების ასრულება. საქართველოს, მართლაც ძალიან სჭირდება ასეთი ნიჭიერი, მონდომებული, საკუთარი საქმის მოყვარული ახალგაზრდობა.


0
157
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0