x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ყველაზე ლამაზი ყვავილოვანი მცენარე მსოფლიოში (მოვლა და გამრავლება სახლის პირობებში)

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ყვავილოვან მცენარედ აფრიკული ტიტის ხე ანუ ზარისებრი სპატოდეა (Spathodea campanulata) არის. ის თითქმის მთელი წლის მანძილზე ყვავის, მაგრამ დასვენების პერიოდში, თავისი დიდი და ხორკლიანი ფოთლების წყალობით, მაინც არ კარგავს მომხიბლაობას.
მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 500 წელია. მრავლდება თესლით, კალმით, ნერგით. ყვავილობის პერიოდში, მის ირგვლივ დახვეწილი სურნელოვანი არომატი ტრიალებს, ხოლო ყვავილებისგან მიღებული ექსტაქტი პარფიუმერიაში და დერმატოლოგიაში გამოიყენება.


image


ეს ულამაზესი ეკზოტიკური მცენარეა ბიგნონიასებრთა ოჯახიდანაა. მისი სამშობლო ტროპიკული აფრიკა არის.


image


სპატოდეას მეტსახელად «ხე–ფანტანსაც» ეძახიან. მისი ყვავილები ფორმით ტიტებს წააგავს, მაგრამ ერთი ყვავილედი რამდენიმე ყვავილისგან შედგება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთი ყვავილი კი არა, ყვავილების თაიგულია.


image

image


მცენარის მეორე მშვენება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფოთლები არის. თითოეულ ტოტზე, დაახლოებით 13-15 ცალია, წყვილ–წყვილად. ფოთლები მუქი მწვანეა, 15 სმ სიგრძის და 7, 5 სმ. სიგანიაა.



image


ტიტის ხე ძალიან სწრაფად იზრდება და ბუნებრივ გარემოში, მისი სიმაღლე 10-15 მ. შეიძლება იყოს.


image


თითოეული ყვავილის გვირგვინის სიმაღლე 10-12 სმ. შეიძლება იყოს. ყვავილები ზევით არის მიმართული და წვიმის დროს, წყლით ივსება.


image


ხანგრძლივი ყვავილობის შემდეგ, თითოეული ყვავილის ადგილზე, მუქი ყავისფერი, 12-20 სმ-ს სიგრძის პარკი ყალიბდება, რომელშიც თესლი მწიფდება და როდესაც იხსნება – ფრთიანი თესლი ცვივა.


image


ბუნებრივი გარემოს გარდა, მცენარის გახარება და გამრავლება სახლის პირობებშიც შეიძლება. ქოთანში ის ისე სწრაფად არ იზრდება და სიმაღლეც ბევრად ნაკლები აქვს (დაახლოებით, 2 მ.), მაგრამ დეკორატიულ თვისებებს არ კარგავს და ძალიან ეფექტურად გამოიყურება.


image


მცენარე ნიადაგისადმი პრეტენზიული არ არის და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, კარგად გრძნობს თავს მყუდრო, მოჩრდილურ გარემოში. ერთადერთი, რაზეც უნდა მიექცეს ყურადღება, რეგულარულად მორწყვის აუცილებლობა არის, გრუნტი ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს.

სპატიოდეა თესლიდან ძალიან სწრაფად იზრდება, მაგრამ ყვავილი რომ გამოიტანოს, გარკვეულ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს. გარდა ამისა, მცენარეს სუსტი და მყიფე ღერო აქვს და საყრდენის გარეშე, შეიძლება გადატყდეს.

ზამთარში ის კარგად განათებულ ოთახში უნდა იყოს, რომელშიც ტემპერატურა 12 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.

ველურ ბუნებაში, მცენარის ტოტებში ფრინველების სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლის ნახვა შეიძლება.


image
imageimageimageimage


სპატოდეას «ცეცხლოვან ხესაც» ეძახიან, რადგან თითქმის მთელი წლის მანძილზე ყვავის და მისი წითელი ყვავილები განსაკუთრებით კაშკაშად გამოიყურება მუქ მწვანე ფონზე.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, სპატოდა მხოლოდ წითელი არ არის. ის შეიძლება ღია ან მუქი ნარინჯისფერ ან ბორდოსფერი იყოს.


imageimage
imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე

საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ

ჯანჯაფილის ყვავილობა

მარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის სიმბოლო. მცენარე, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში



0
1951
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1951
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0