x
image
კატაპულტი
გზა ცხინვალისკენ – ომგამოვლილი სოფლები და დევნილები
image



თბილისიდან ცხინვალამდე 116 კილომეტრია და გზად ბევრი ადგილი გვახსენებს, რომ საქართველომ ახლო წარსულში მძიმე ომი გამოიარა.

image
პირველია წეროვანის დევნილთა დასახლება, რომელიც თბილისიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. აქ ყველაზე მეტი დევნილია ჩასახლებული –6421 ადამიანი.

image


წეროვანიდან 39 კილომეტრში კი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაა. ავტობანიდან მარჯვენა მხარეს, სოფლისაკენ მიმავალ გზაზე ქართველთა ბლოკ-პოსტია, სოფლის ბოლოში კი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულ-ხლართებია.

image

აქედან დაახლოებით 4 კილომეტრში კიდევ ერთი დევნილთა დასახლებაა სოფელ შავშვებთან.

imageგორის გადასახვევის შემდეგ, ავტობანიდან მარჯვნივ უნდა გადავუხვიოთ, საიდანაც ცხინვალი 26 კილომეტრშია, მარცხნივ კი ქალაქი გორია, იქამდე კი კიდევ ერთი დევნილთა დასახლებაა, სოფელ ბერბუკში.თუმცა გორში ის ერთადერთი არაა და გორიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზეც გვხვდება ასეთი დასახლება “ვერხვებთან".

ავტობანიდან ცხინვალისაკენ მიმავალ გზაზე პირველი სოფელია კარალეთი.

image აქ ომის დროს არაერთი შენობა დაზიანდა, რადგან ცხინვალის გზატკეცილი უშუალოდ სოფელზე გადის, თუმცა დღეს ძნელად თუ ნახავთ ომის ნაკვალევს, სახლები შეკეთდა, არის ახალი შენობებიც, მაგრამ მოსახლეობის მახსოვრობაში ბუნებრივია დარჩა ის მძიმე პერიოდი.

ცხინვალისაკენ გზა გრძელდება და გვხვდება სოფლების– ძევერა, ქიწნისი, მარანას გადასახვევები და შევდივართ სოფელ ტყვიავში, აქ დღესაც ატყვია შენობებს ომის კვალი.

imageთუმცა 2008 წლის შემდეგ ბევრი ახალი შენობაც დაიდგა, მარკეტებიდან დაწყებული საზოგადოებრივი ცენტრით დამთავრებული. სოფელ ტყვიავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალ გზაზე გვხვდება სოფლები ფლავი, ფლავისმანი, ქერე.ამ სოფლებში ქართული ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, უფრო ზევით კი რუსული.შენობებს აქაც ატყვია 2008 წლის მოვლენები.ტყვიავიდან ჩრდილოეთით მიმავალ გზაზე კი მდებარეობს სოფლები: კარბი, მერეთი, არბო, გუგუტიანთკარი.ამ უკანასკნელში რუს ოკუპანტებს მავთულ–ხლართები აქვთ გაბმული.მოსახლეობა კი კიდევ უფრო ზევით, მთებისკენ მიგვითითებს, სადაც რუსული სამხედრო ბაზა კარგად ჩანს.


2008 წლის შემდეგ იქ სამხედრო გზა გაუყვანიათ და აქედან ახალგორს უკავშირდებიან. (ადგილობრივის განცხადება).


ტყვიავიდან დასავლეთით კი პირდაპირ ქალაქ ცხინვალისაკენ მივდივართ სოფლების-ტირძნისის, ბროწლეთისა და ერგნეთის გავლით.

ბუნებრივია, ომის კვალი აქეთ უფრო აშკარაა. სოფელ ერგნეთამდე, მეღვრეკისის გადასახვევთან უკვე კვლავ ქართველთა ბლოკ-პოსტია.

ცხინვალამდე 5 კილომეტრიღა რჩება, თუმცა გზის გაგრძელება უსაფრთხო აღარაა.

1
269
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
269
  
2017, 25 ნოემბერი, 15:54
ზედა ტრაფარეტი წარწერით-ცხინვალი 2008 წელს ჩვენმა ჯავშანტრანსპორტიორმა გადათელა, აღუდგენიათ სეპარატისტებს!!!
0 1 1