x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შიშის ოთახი" და მისი დამთვალიერებლების პანიკაში ჩავარდნილი მდგომარეობა და სახის გამომეტყველება გაგაოცებთ

image "შიშის ოთახის" დათვალიერებას სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, განურჩევლად ასაკისა არ ვურჩევ, რადგან თავად მაქვს განცდილი მოულოდნელი შიშის გრძნობა და მინახია სრულიად უცნობი მამაკაცი, ახალგაზრდა გოგონა თუ ქალბატონი როგორ ჩაგავლებს ხელს შიშის გამო "თვითგადარჩენის" ინსტიქტის რეაქციიდან გამომდინარე.
დამიჯერეთ ძალზე მყარი ფსიქიკის უნდა იყოს ადამიანი ასაკის მიუხედავად, "შიშის ოთახები" ბოლომდე, რომ გაიაროს. მოულოდნელად "გაცოცხლებული მიცვალებული", შენსკენ გამოქანებული "მუმია" თუ "დინოზავრი" უზარმაზარი კბილებით, საშინელი მუსიკის ხმის ფონზე ძალზე ძნელი ასატანია და შესაბამისად ძნელია თავი შეიკავო ყვირილისაგან, გაქცევისაგან და უნებლიე მოძრაობებისაგან.
ეს იქნება ადგილზე ხტომა, სრულიად უცნობი ადამიანისათვის ხელების ჩაჭიდება თუ ჩახუტება.
ვერავის დაძრახავ ამის გამო, მაპატიეთ და ბევრი მინახავს გამოსვლისას ბავშვიც, თინეიჯერიც, მოზრდილი გოგონაც, ბიჭიც, ქალბატონებიც და საკმაოდ სოლიდური ასაკის მამაკაცებიც შიშისგან ჩასველებული, ჯერ კიდევ აფორიაქებული სახით, რომ ტოვებდნენ ატრაქციონს.
ვერავინ დაიკვეხნის წინასწარ–მე რეაქციაც კი არ მექნებაო, პირველად, რომ ვიყავი თინეიჯერი ვიყავი და საკმაოდ ვიყვირე ბოლო ხმაზე.
მეორე შესვლისას უკვე სამხედრო სასწავლებელში ვსწავლობდი და ფსიქიური მომზადების კურსებიც განვლილი მქონდა, თუმცა უსაიამოვნო შეგრძნება მაინც განვიცადე, მიუხედავად იმისა, რომ არც გაქცევა მიცდია და არც მიყვირია.
გთავაზობთ "შიშის ოთახებში" შიშის გამო პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების სურათებს, ვინძლო როდისმე გამოგადგეთ ჩემი რჩევა: არაფერია საშიში ამ ოთახებში, ვერც "მიცვალებული" გაცოცხლდება და მით უფრო ცოცხალი დინოზავრი დედამიწაზე არ არსებობს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








































0
213
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0