x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიჩნდება კითხვები, თუ რატომ გაიწელა დროში ამდენ საათს სპეცოპერაცია სავარაუდოდ ტერორისტების წინააღმდეგ

image ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვები, ისევე როგორც სპეცსამსახურების მუშაობის პრინციპში ჩახედულ თუ ჩაუხედავ ადამიანებს.
გამოითქვა მოსაზრება, რომ 2 კვირის მანძილზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწეოდა აღნიშნული პირების თვალთვალს, შესაბამისად იცოდნენ ვინ მოდიოდა მათთან ან ვინ გადიოდა ბინიდან, სხვა თუ არაფერი საკვები პროდუქტი ხომ უნდა აეტანა ვინმეს ბინაში.
მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალზე აქტუალურია–როგორ აიტანეს ამ რაოდენობის საბრძოლო მასალა ბინაში ისე, რომ ვერავინ დააფიქსირა უზარმაზარი რაოდენობის და საკმაოდ დიდი მოცულობის საბრძოლო იარაღები და მასალა.
მესამე საკითხი, როგორ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი ამ ადამიანებმა?
მეოთხე საკითხი, ტერორისტებმა რატომ არ აიყვანეს მოლაპარაკების დაწყებისთანავე ადგილობრივი მცხოვრებლები მძევლად?
თუ სპეცსამსახურებმა იცოდნენ ბინაში მყოფების რაოდენობა და ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეიარაღებულნი, რატომ გაწელეს დრო სპეცოპერაციის დასაწყებად.
რატომ არ იქნა გამოყენებული სპეცოპერაციის დაწყებამდე სნაიპერები ან რატომ არ იქნა გამოყენებული ერთჯერადი გამოყენების ცეცხლმტყორცნი "Шмель" -ი, რომლის გასროლა აღნიშნულ ბინაში წერტილს დაუსვამდა ტერორისტების სიცოცხლეს, რის შედეგადაც საფრთხე მოიხსნებოდა სპეცსამსახურების მებრძოლებისათვის და სამოქალაქო მოსახლეობისათვის.
სამწუხაროდ დაიღუპა სპეცრაზმელი, რომელიც ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შედეგად დღეს ცოცხალი იქნებოდა და საერთოდ, რატომ ვკარგავთ ლაფანყურიდან მოყოლებული სპეცრაზმელებს და რატომ გვყავს ამდენი დაჭრილი?
რატომ არ იყენებს აღნიშნული დანაყოფები ტყვიაგაუმტარ ფარებს დაჯავშნული მინის სამზერით?
იმედია სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაეცემა პასუხი აღნიშნულ კითხვებს და მოსაზრებებს კომპეტენტური ორგანოების მიერ.


0
104
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0