x
image
გემი დალანდი
ცუდი სუნი პირიდან და 10 მიზეზი,რომელიც მას იწვევს

დაგვეთანხმებით, ძალიან უსიამოვნოა, როცა მოსაუბრეს პირიდან ცუდი სუნი ამოსდის. ამ დროს ყველა ცდილობს მას თავი აარიდოს, გაურბიან მასთან საუბარს, კონტაქტს. სუნის მიზეზი შეიძლება გაფუჭებული კბილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ჰიგიენის უგულებელყოფა იყოს, მაგრამ არსებობენ სხვა მიზეზებიც, რომლებზეც ალბათ ვერასოდეს იფიქრებდით, რომ შესაძლოა სწორედ ისინი იყვნენ დამნაშავენი ამ პრობლემის წარმოშობაში. ესენია:

სტრესი

ჩვეულებრივი, ბანალური სტრესი. როცა სამსახურში მუდმივად დაძაბული ხართ, პირადი ცხოვრება არ გეწყობათ და ა.შ.სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, ადრენალინი და ნორადრენალინი. სწორედ ეს 3 ჰორმონი ახდენს პირის ღრუში პათოგენური მიკროფლორის ზრდის პროვოცირებას, რომელიც თავის მხრივ ცუდი სუნის მქონე ნივთიერებას გამოყოფს.


ენა


image

ენაც შეიძლება გახდეს ამ უსიამოვნების მიზეზი. როგორ? ძალიან ადვილად. ბევრმა ხომ არც კი იცის, რომ კბილების გამოხეხვასთან ერთად, აუცილებელია ენაც გაიწმინდოს ნადებისგან, დღეში ორჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და სწორედ ამის თანამდევია ცუდი სუნი პირიდან.


პირის სიმშრალე

პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება პირის ღრუს სიმშრალეც გახდეს. ტყუილად კი არ გვირჩევენ ექიმები დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევას. თუ ცოტა სითხეს იღებთ, ნერწყვიც შესაბამისად ცოტა გამოიყოფა და ენის უჯრედები კვდომას იწყებენ. მკვდარი უჯრედები კი შესანიშნავი გარემოა პათოგენური ბაქტერიების გასამრავლებლად.


გაჭედილი ცხვირი და ხვრინვა

image

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია. როცა პირი გამუდმებით ღიაა, ეს მის გამოშრობას იწვევს. სიმშრალე კი, როგორც ზემოთ უკვე ავხსენით, იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად, რომლებიც ენაზე დამახასიათებელ, უსიამოვნო სუნის ნადებს წარმოქმნიან. ამიტომ, დროულად უმკურნალეთ სურდოს და გაჭედილ ცხვირს.


დიეტა

უარს ამბობთ საუზმეზე ფიგურის გამო? არც ნოყიერ სადილს მიირთმევთ კილოგრამების მომატების შიშით?ან სულაც მონოდიეტას იცავთ? მაშინ გილოცავთ, თქვენ ჯილდოდ ნამდვილად მიიღებთ “მომწამვლელ" სუნს პირიდან. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ შიმშილობას ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს როგორც ერთგვარ განსაცდელს, გაჭირვებას, და ყველა ზომას მიმართავს მასთან საბრძოლველად:იწყებს ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების დაწვას. იმის გარდა, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც საშიშია, გამოიყოფა კეტონები, რომლებიც თავის მხრივ, პირის ღრუს ცუდი სუნის წარმოშობის მიზეზიცაა.


კუჭი

მჟავე სუნი პირიდან-კუჭის პრობლემებზე მიანიშნებს. თუ სუნს კუჭის ტკივილებიც და გულისრევაც ახლავს, სრულიად შესაძლებელია, რომ გასტრიტთან ან კუჭის წყლულთან გვქონდეს საქმე.


ყელის და ცხვირის დაავადებები

image

ყელისა და ცხვირის დაავადებები პირდაპირ კავშირშია პირიდან უსიამოვნო სუნთან. ამ დაავადებების დროს, ყელის და ცხვირის ლორწოვან გარსში ბაქტერიები მრავლდებიან. ზოგჯერ, ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ყელისა და ცხვირის დაავადებასთან ერთად, ცუდი სუნიც მოიშოროთ პირიდან.


თირკმელები, ფილტვები და დიაბეტი

ფილტვის დაავადებები ხშირიად მიმდინარეობენ პირის ღრუდან ცუდი სუნის თანხლებით. მწარე სუნი თირკმელების დაავადებაზე მიანიშნებს. ხოლო აცეტონის მკვეთრი სუნი კი დიაბეტზე მიუთითებს.


პროთეზი

პროთეზები განსაკუთრებულ და გულმოდგინე მოვლას საჭიროებენ. ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფამ კი არამარტო უსიამოვნო სუნი, ღრძილების დაავადებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.


პირსინგი

image

პირსინგი ენაზე მოდურად და ეპატაჟურად ითვლება, მაგრამ საზიანოცაა. ჭრილობები ენაზე იდეალური გარემოა სოკოს ბაქტერიებისთვის, რომლებიც ენაზე ნადების, წვისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებების გარდა, ცუდი სუნის მიზეზიც ხდებიან. ამიტომ, სანამ ენაზე პირსინგს გაიკეთებთ, კარგად დაფიქრდით.

1
2391
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2391
  
2017, 23 დეკემბერი, 1:07
თუ უსიამოვნო სუნს ვერ იცილებთ,დაგვიკავშირდით 557392877 ან
altim17@gmail.com
სუნი გადის რამდენიმე დღეში. გარანტიით
0 1 1