x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაზილიელ ფეხბურთელს რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ჯგუფური გაუპატიურების გამო
image
თვით სპორტსმენი უარყოფს ბრალდებას.


მილანის სასამართლომ გამოიტანა საბოლოო ვერდიქტი, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რუბინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ჯგუფური გაუპატიურების გამო.


როგორც გამოძიება ამტკიცებს, 2013 წლის იანვარში რობინიომ მილანის ერთ-ერთ კლუბში, დისკოთეკაზე ხუთ ახლობელთან ერთად ჯგუფურად გააუპატიურეს ქალი.თუმცა თვითონ ფეხბურთელი უარყოფს ბრალდებას, როგორც რუბინიოს ადვოკატი მარისა არი აცხადებს, ის ყველა იურიდიულ სადავეს გამოიყენებს, რომ გაასაჩივროს განაჩენი.


"რობინიომ უკვე დაიცვა თავი ამ ეპიზოდისგან და ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტში მონაწილოება არ მიუღია, ყველა იურიდიული ნაბიჯია გადაგმული იმისთვის, რომ ეს განაჩენი გასაჩივრდეს უმაღლეს ინსტანციაში"-აცხადებს ადვოკატი.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ ფეხბურთელის ბიოგრაფიაში, 2009 წელს იგი ერთხელ უკვე დააკავეს სექსუალური ძალადობის ბრალდებით, თუმცა მაშინ სპორტსმენი სასამართლომ გაამართლა.


რობინიო(დაბ.1984წ) (სრული სახელი-რობსონ დე სოუზა, )ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში აღმოჩნდა (2005 წელს) მადრიდის „რეალში“. 2008 წლის 1 სექტემბერს იგი გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“, ხოლო 2010 წლიდან თამაშობდა „მილანში“, 2015 წლიდან ჩინური კლუბის "გუნჯოუ ევერგრანდის" შემადგენლობაში თამაშობდა, ბოლოს კი დაბრუნდა ბრაზილიაში და "ატლეტიკო მინეიროს" შეუერთდა

image


0
52
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0