x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ უნდა ვესტუმროთ ირმების ამოჩემებულ ადგილს, სადაც ოთხი სხვადასხვა კომპოზიციის უნიკალური წყალია
image


პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს.


წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.


image



ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა.


თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.


დავით მარგველაშვილის აზრით:"ერთ კურორტზე ოთხი სხვადასხვა ნაერთის წყალი და თვისებები ძალიან იშვიათია".


საირმეში მოდიან ისეთი ადამიანები ვისაც, კუჭის, თირკმლების, შაქრიანი დიაბეტის პრობლემები აქვთ.


საირმე ქუთაისიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული მთებში, ზღვის დონიდან 960 მეტრზე. კარგი გზაა მთაში მდინარე მდინარე კანკეალის სანაპიროზე ულამაზესი ხეობები.


ჯანდაცვის ცენტრის ექიმი დავით მარგელაშვილი გვამცნობს ადგილობრივი წყლის თვისებებს:



კურორტში მინერალური წყლის 4 სახეობაა. რითაც გაოცებულები არიან პაციენტები. წყალი გამოირჩევა თავისი შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით.


image


პირველი ტიპის წყალი ეფექტურია მათთვის, ვისაც აქვს თირკმელში ქვიშა. წყალს ქვიშა გამოაქვს და პატარა ქვებს კი შლის.


მეორე ტიპის წყალი იმ პაციენტებისთვისაა, რომლებსაც აქვთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ამ წყლის მეშვეობით, 10-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია ნაღვლის ბუშტს გასუფთავება.


მესამე წყალი კი მათთვისაა, ვისაც აქვს მეტაბოლიზმის პრობლემები, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი. კლინიკურად დადასტურდა მისი ჰიპოგლიკემიური ეფექტი.


და ბოლოს, მეოთხე სახეობის წყალი ახდენს ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას. საუკეთესოა მათთვის, ვისაც გასტრიტი და კოლიტი ტანჯავს.


image


კურორტს ჰიდროსამკურნალო სპა ცენტრი აქვს და, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, დიდი საცურაო აუზი თერმული წყლებით.


image



0
137
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0